მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » მილიტო: ტევესი უდიდესი ჩემპიონია
11:39 PM
მილიტო: ტევესი უდიდესი ჩემპიონია

"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ არგენტინის ნაკრებში თავისი პარტნიორის კარლოს ტევესის ერთერთ მილანურ კლუბში გადასვლაზე ისაუბრა.

არგენტინელმა ისიც განაცხადა, რომ თვითონ "ნერაძურიში" კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.

"მოვიდა დრო, რომ ტევესმა საკუთარი არჩევანი გააკეთოს. ის იყო და რჩება დიდ ჩემპიონად.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაქვს და ხელშეკრულების ბოლომდე "ინტერში" დარჩენას ვაპირებ.

მილანური დერბი? ეს განსაკუთრებული თამაშია. ვალდებულები ვართ მოვიგოთ", - თქვა ფეხბურთელმა.




კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 515 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1