მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » "მილანი"-"იუვენტუსის" მატჩის რამდენიმე მოთამაშეს დასჯას უპირებენ
4:37 PM
"მილანი"-"იუვენტუსის" მატჩის რამდენიმე მოთამაშეს დასჯას უპირებენ

"მილანი"-"იუვენტუსის" მატჩის რამდენიმე მოთამაშეს დასჯას უპირებენ

27 თებერვალს დისციპლინარული კომიტეტი "მილანისა" და "იუვენტუსის" შეხვედრის რამდენიმე ეპიზოდს განიხილავს.

"როსონერის" მცველ ფილიპ მექსესს სამი მატჩის გამოტოვება ემუქრება, მეორე ტაიმის დასაწყისში თავდამსხმელ მარკო ბორიელოსთვის დარტყმისთვის. ასევე არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ტურინელთა მცველი შტეფან ლიხშტაინერი ნახევარმცველ სალი მუნტარის წინააღმდეგ უხეშად თამაშობს.

"მილანი" ამტკიცებს, რომ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ორ სხვადასხვა ეპიზოდში "როსონერის" საყრდენ ნახევარმცველ მარკ ვან ბომელს იდაყვი ჩაარტყა.

შესაძლოა, რომ შეხლა-შემოხლისთვის "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და იტალიის მოქმედი ჩემპიონის ვიცე-პრეზიდენტი ანდრიანო გალიანიც დაისაჯონ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლოს "მილანის" მცველ მასიმო ამბროზინისა და "იუვენტუსის" მცველ ჯორჯო კიელინის შორის დაპირისპირება მოხდა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 499 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1