მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » მასიმო მორატი: სამუელ ეტო'ოსა და ტიაგო მოტას ვეღარ შევინახავდით
11:11 PM
მასიმო მორატი: სამუელ ეტო'ოსა და ტიაგო მოტას ვეღარ შევინახავდით

მასიმო მორატი: სამუელ ეტო'ოსა და ტიაგო მოტას ვეღარ შევინახავდით

მილანის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი Il Corriere della Sera-სთან ინტერვიუში გუნდის ლიდერების გაშვების თემას შეეხო.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ინტერი" სამუელ ეტო'ომ დატოვა, რომელიც "ანჟიში" გადავიდა, ხოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან უკვე ტიაგო მოტა წავიდა. იტალიელი პსჟ-ს შეუერთდა.

"ინტერის" გულშემატკივრები მიმდინარე სეზონში გუნდის არასტაბილურ გამოსვლას სწორედ ლიდერების გაყიდვას მიაწერენ.

"მე "ინტერის" ფანი ვარ. თუ კონკრეტულ ფეხბურთელებს ვყიდით, ესე იგი მათი შენახვის შესაძლებლობა არ გვაქვს. სპონტანურად და დაუფიქრებლად არაფერს ვაკეთებთ".

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 511 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1