მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » მასიმილიანო ალეგრი: "უდინეზესთან" უნდა მოგვეგო, რაც მოვახერხეთ კიდეც
0:09 AM
მასიმილიანო ალეგრი: "უდინეზესთან" უნდა მოგვეგო, რაც მოვახერხეთ კიდეც

მასიმილიანო ალეგრი: "უდინეზესთან" უნდა მოგვეგო, რაც მოვახერხეთ კიდეც

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "უდინეზესთან" გამაჯვების (2:1) შემდეგ საკუთარი გუნდი შეაქო.

"ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ. მართალია, გოლი პირველებმა გავუშვით, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშს მოვუმატეთ, ბევრს ვრისკავდით, რამაც შედეგი გამოიღო.

ამდენი უიღბლო მატჩის შემდეგ "უდინეზესთან" უნდა მოგვეგო, რაც გუნდური სულისკვეთების ხარჯზე მოვახერხეთ კიდეც.

იბრაჰიმოვიჩის არყოფნაში სხვა ფეხბურთელები იჩენენ თავს. კერძოდ კი, მოედანზე მაქსი ლოპესმა ბევრი იმუშავა", - თქვა ალეგრიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 522 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1