მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » მასიმილიანო ალეგრი: "მილანმა" ქულები არ უნდა დაკარგოს
9:52 PM
მასიმილიანო ალეგრი: "მილანმა" ქულები არ უნდა დაკარგოს

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "კალიარისთან" (3:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ "როსონერისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია "იუვენტუსთან" ჩამორჩენა არ გაზარდოს.

"სატურნირო მდგომარეობა გვავალდებულებს ქულები არ დავკარგოთ, ასე რომ დღეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "იუვენტუსის" სუნთქვას ვგრძნობთ და შევძელით "უდინეზესთან" და "ინტერთან" ჩამორჩენა გაგვეზარდა, რომლებმაც ამ ტურში ქულები დაკარგეს.

კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლამდე გაგვიჭირდა. ამის შემდეგ კი საქმე ბევრად გაგვიადვილდა", - აღნიშნა ალეგრიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 485 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1