მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » მასიმილიანო ალეგრი: "მილანმა" კარგი მატჩი ჩაატარა
11:36 PM
მასიმილიანო ალეგრი: "მილანმა" კარგი მატჩი ჩაატარა

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, რომელის გუნდმაც "ლაციო" 3:1 დაამარცხა და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა, თამაშის შემდეგ აღიარა, რომ მას მხოლოდ ტიტულის მოგება დააკმაყოფილებს.

"მილანმა" კარგი მატჩი ჩაატარა. პირველ ტაიმში ამელიას მადლობელი უნდა ვიყოთ, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ჩვენ რამდენიმე შანსი გვქონდა და ორჯერ გავიტანეთ.

შესვენების შემდეგ ჩემი ფეხბურთელები ბოლო გადაცემისას ხშირად ცოდავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსთან" თამაში გველის, გვსურს ფინალში გავაღწიოთ. შარშან ხომ სწორედ ნახევარფინალიდან გამოვვარდით", - განაცხადა "მილანის" თავკაცმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 526 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1