მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » მარიო გიოტცე მალე დაბრუნდება
4:33 PM
მარიო გიოტცე მალე დაბრუნდება

მარიო გიოტცე მალე დაბრუნდება

გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, მარიო გიოტცეს გამოჯანმრთელების პროცესი იდეალურად მიდის.
უახლესი ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის გამთამაშებელი სრული დატვირთვით ვარჯიშს ორ კვირაში დაიწყებს.

"მიხარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ბუნდესლიგაში დაბრუნებას მოუთმენლად ველი," - განუცხადა "გიოტცინიომ" "ბორუსიას" ჟურნალს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაუბრუნდება მარიო მოედანს - სავარაუდოდ ეს სამ კვირაში უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ გიოტცე იანვრის ბოლოს დაშავდა, რის შემდეგაც ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ლაზარეთში ორ თვეს გაატარებდა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 535 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1