მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » მარიო ბალოტელი: "ოქროს ბურთის" მიღება შემიძლია, თუ მესი წამეშველება
9:05 PM
მარიო ბალოტელი: "ოქროს ბურთის" მიღება შემიძლია, თუ მესი წამეშველება

მარიო ბალოტელი: "ოქროს ბურთის" მიღება შემიძლია, თუ მესი წამეშველება


"მანჩესტერ სიტის" იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ "გაძეტა დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ "ოქროს ბურთის" მოპოვებისთვის ბრძოლა სავსებით ხელეწიფება.

თუმცა, მარიომ იქვე დასძინა, რომ საამისოდ "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ შედარებით სუსტად უნდა ითამაშოს.

"ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთის" მიღება შემიძლია. ოღონდ, ამისთვის, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის "დახმარება" დამჭირდება.

თუკი არგენტინელი კვლავ არ გააგრძელებს ზებუნებრივად თამაშს, მაშინ საამისოდ კარგი შანსი მექნება. სხვაგვარად კი - არაფერი გამომივა".

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 495 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1