მთავარი » 2012 » თებერვალი » 20 » მარეკ ჰამშიკი: ლონდონის "ჩელსისთან" მატჩი "ნაპოლისთვის" წლის დაპირისპირებაა
10:49 PM
მარეკ ჰამშიკი: ლონდონის "ჩელსისთან" მატჩი "ნაპოლისთვის" წლის დაპირისპირებაა

მარეკ ჰამშიკი: ლონდონის "ჩელსისთან" მატჩი "ნაპოლისთვის" წლის დაპირისპირებაა

"ნაპოლის" სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი კლუბის ოფიციალურ საიტს ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირების შესახებ ესაუბრა.

"ველი, რომ შენანიშნავი მატჩი იქნება. ჩვენთვის ეს წლის დაპირისპირებაა. რა თქმა უნდა, "სიენასთან" იტალიის თასის საპასუხო მატჩიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებული ხიბლი აქვს.

ეს დიდი ზეიმი იქნება, იმედი მაქვს ჩვენს ფანებს გავახარებთ.

არ გვჯერა, რომ "ჩელსი" კრიზისშია. გაზეთები ამის შესახებ წერენ, მაგრამ ჩვენ ფრთხილად ვართ. მიუხედავად ექვს მატჩში ერთი გამარჯვებისა, ის კვლავინდებურად შესანიშნავი და გამოცდილი გუნდია", - თქვა ჰამშიკმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 501 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1