მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » მარჩელო ლიპი: მახაჩყალის "ანჟი"? რუსეთში ძალიან ცივა
11:07 PM
მარჩელო ლიპი: მახაჩყალის "ანჟი"? რუსეთში ძალიან ცივა

მარჩელო ლიპი: მახაჩყალის "ანჟი"? რუსეთში ძალიან ცივა

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იტალიელ ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ რატომ არ უნდა მახაჩყალის "ანჟიში" მუშაობა.

ლიპიმ სერია A-ს ფავორიტებიც დაასახელა.

"ანჟიში" მუშაობას გამოვრიცხავ, რუსეთში წასვლას არ ვაპირებ. იქ ჩემთვის ძალიან ცივა.

თუ მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგებაზე გუნდების შანსებზე ვისაუბრებთ, "მილანს" და "იუვენტუსს" ერთნაირი შანსი აქვთ. ოდნავ მეტი შანსი მაინც "იუვეს" აქვს, მისი მეტოქეები ხომ ევროპულ სარბიელზეც აგრძელებენ ბრძოლას", - თქვა სპეციალისტმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 523 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1