მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » მარჩელო ლიპი: ათასჯერ ვთქვი, რომ კლუბის გაწვრთნას არ ვაპირებ
0:03 AM
მარჩელო ლიპი: ათასჯერ ვთქვი, რომ კლუბის გაწვრთნას არ ვაპირებ

მარჩელო ლიპი: ათასჯერ ვთქვი, რომ კლუბის გაწვრთნას არ ვაპირებ

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს 63 წლის სპეციალისტი მალე რომის "ლაციოს" ჩაუდგება სათავეში.

"ეროვნული გუნდის გაწვრთნა მსურს და კლუბში მუშაობას არ ვაპირებ, ამას უკვე მეათასედ ვიმეორებ. ჩემს გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ შევცვლი.

რა იქნება, თუ "ლაციოს" პრეზიდენტი ლოტიტო დამირეკავს? ჯერჯერობით მას ჩემთვის არ დაურეკავს, მაგრამ ვფიქრობ, მას ჩემი გეგმების შესახებ გაზეთში წაუკითხავს", - განაცხადა სპეციალისტმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 524 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1