მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » Marca: ფეხბურთელთა ყველაზე სულელური ტრავმები
7:53 PM
Marca: ფეხბურთელთა ყველაზე სულელური ტრავმები

Marca: ფეხბურთელთა ყველაზე სულელური ტრავმები

ესპანურმა გაზეთმა Marca-მ ფეხბურთელების მიერ მიღებული ყველაზე სულელური ტრავმების სია შეადგინა, რომელშიც 13 მოთამაშე მოხვდა.

სიის შედგენას წინ "ვალენსიას" ნახევარმცველის, ევერ ბანეგას ტრავმა უძღოდა, რომელმაც წვივის დიდი და პატარა ძვლების მოტეხილობა ბენზინგასამართ სადგურზე მიიღო.

პირველი ადგილი იტალიელმა ალესანდრო ნესტამ დაიკავა, რომელმაც მყესები playstation-ის თამაშისას გაიწყვიტა. მეორე ადგილი ინგლისელმა რიო ფერდინანდმა დაიკავა. დივანზე ჯდომისას მან ფეხით ტელეფონის ყურმილის მიწვდომა სცადა და მუხლი დაიზიანა.

მესამეზე ესპანელი მეკარე სანტიაგო კანისარესია. აბაზანაში ყოფნისას მან ფეხით სუნამოს ფლაკონის ვარდნის სიჩქარის შემცირება სცადა. შედეგად კანისარესმა მყესი გაიწყვიტა და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

შემდეგი სიაში იტალიელი მეკარე კარლო კუდიჩინი მოდის. მან ძაღლთან ერთად სეირნობისას სერიოზული ტრავმა მიიღო. ძაღლი გაიქცა, კუდიჩინის კი ის ყელსაბამით ეჭირა. მეკარე დაეცა და მუხლი დაიშავა.

კუდიჩინის შემდეგ ინგლისელი მეკარე რიჩარდ რაიტია. მან ტრავმა მაშინ მიიღო, როცა მოედანზე გასვლისას შეეჯახა ტრაფარეტს წარწერით "გაზონზე ნუ გაივლით".

Marca-ს სიაში მოხვედრილი დანარჩენი მოთამაშეებიდან ირლანდიელ მეკარეს როი კეროლს გამოვარჩევდით. მან მუხლი კარის ბადიდან ბურთის გამოტანისას ფეხის ბადეში გახლართვის შედეგად დაიშავა. გერმანელმა გოლიპერმა მიხაელ რენსინგმა კი თასმების შეკვრისას ზურგი გაიკავა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 537 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1