მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » "მანჩესტერ სიტის" კარლოს ტევესის ენდი კეროლზე გაცვლა არ სურს
6:24 PM
"მანჩესტერ სიტის" კარლოს ტევესის ენდი კეროლზე გაცვლა არ სურს

"ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ კარლოს ტევესის ყიდვას აპირებს. მერსისაიდელებმა არგენტინელი ფეხბურთელის გარიგებაში თანხის გარდა თავდამსხმელი ენდი კეროლიც ჩართეს.

თუმცა ქალაქელთა საფეხბურთო ადმინისტრატორმა ბრაიან მარვუდმა ხსენებული წინადადება მაშინვე უარყო. მიუხედავად იმისა, რომ ადრე "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის მიმართ ინტერესს იჩენდა.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი" ჯერჯერობით ტევესის თაობაზე სხვა შემოთავაზებების განხილვასაც აპირებს.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 524 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1