მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » "მანჩესტერ იუნაიტედი", ისევ ფილ ჯონსის გარეშე
5:48 PM
"მანჩესტერ იუნაიტედი", ისევ ფილ ჯონსის გარეშე

"ემირიტსზე" "არსენალთან" მოპოვებული სამი ქულა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფილ ჯონსის მძიმე ტრავმად დაუჯდა.

19 წლის ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი დასკვნით ახალგაზრდა მცველს კოჭზე გაწყვეტილი მყესების სამკურნალოდ თვე-თვენახევარზე მეტი დასჭირდება.

ჯონსს წინ სამედიცინო შემოწმება წინ ელის, სადაც საბოლოო დიაგნოზი დაისმება და ცნობილი გახდება ისიც, თუ რამდენი კვირა მოუწევს დასვენება. თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის პრობლემები ამით არ ამოიწურება. შოტლანდიელმა ასევე ტრავმის გამო გამოცვალა ნანიც. 25 წლის პორტუგალიელმა ფეხი მეტოქესთან შეჯახებისას დაიზიანა. თამაშის შემდეგ ექიმებმა მას სპეციალური დამცავი ფეხსაცმლის ჩაცმა სთხოვეს.

ჟურნალისტების თქმით, გასახდელიდან ავტობუსისკენ მიმავალ ფეხბურთელს გადაადგილება საკმაოდ უჭირდა. მუხლის მყესები აქვს დაჭიმული ვეტერან მაიკლ კერიკს. ფეხი იტკინა ასევე უეინ რუნიმაც, რომელმაც მართალია შეხვედრა ჩაამთავრა, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანი კოჭლობით დატოვა. ყველა ამ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა გუშინ უნდა ჩატარებოდა და შედეგები, ბუნებრივია, ჯერ არ ვიცით.

ყოველიევს ფონზე აღარც კი ღირს იმის ხსენება, რომ მიკროტრავმა მიიღო პატრის ევრამაც, თუმცა ვარჯიშებს ის ორიოდე დღეში დაუბრუნდება.

"ცუდი ამბებია. ვფიქრობ, ჯონსი მინიმუმ რამდენიმე კვირით გამოგვაკლდება, რადგან კოჭის სერიოზულად იტკინა. კერიკს მუხლი სტკიოდა და მოედნის ცენტრს იქით იმიტომაც აღარ გადადიოდა," - წუხს ალექს ფერგიუსონი.

"ეშმაკებს" ტრავმირებულები ისედაც არ ალდათ. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანების გამო ვერ თამაშობენ რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, დარენ ფლეტჩერი, ანდერსონი, ეშლი იანგი და მაიკლ ოუენი.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 461 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1