მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » მადრიდის "რეალს" რობინ ვან პერსი სჭირდება?
11:30 PM
მადრიდის "რეალს" რობინ ვან პერსი სჭირდება?

მადრიდის "რეალს" რობინ ვან პერსი სჭირდება?

ლონდონის "არსენალის" ლიდერი რობინ ვან პერსი მადრიდის "რეალის" სამიზნეში მოექცა.

მიმდინარე სეზონშო ჰოლანდიელის ბომბარდირული მიღწევები "სამეფო კლუბს" სიმშვიდეს უკარგავს. ესპანური გამოცემა Marca-ს მტკიცებით, ჟოზე მოურინიო "არსენალის" წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა, რათა ხსენებული ტრანსფერი განიხილონ.

შეგახსენებთ, რომ "არსენალთან" კონტრაქტი ვან პერსის 2013 წელს უსრულდება. ასე რომ, მიმდინარე სეზონის შემდეგ ლონდონელებს თავიანთი ლიდერის გაყიდვა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ფეხბურთელთან სიტყვაც არ დაუძრავთ.

მისით მადრიდის "რეალის" დაინტერესებას ლონდონელთა თავდამსხმელი გულგრილი არ დაუტოვებია. ჰოლანდიელ ფეხბურთელს ძალიან გაუხარდა, როდესაც შეიტყო, რომ მისი თამაში "სამეფო კლუბის" თავკაც ჟოზე მოურინიოს მოსწონს. თუმცა ფიქრობს, რომ ამჟამინდელი კლუბი მას ესპანეთში არ გაუშვებს.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი შეძენით ასეთი კლუბი დაინტერესდა. რა თქმა უნდა, "რეალის" შემადგენლობაში თამაშს ვისურვებდი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ "არსენალი" ესპანელებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს", - განაცხადა ვან პერსიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 510 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1