მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » ლონდონის "ჩელსი" ფერნანდო ტორესის რადამელ ფალკაოზე გაცვლას ეცდება
7:47 PM
ლონდონის "ჩელსი" ფერნანდო ტორესის რადამელ ფალკაოზე გაცვლას ეცდება

ლონდონის "ჩელსი" ფერნანდო ტორესის რადამელ ფალკაოზე გაცვლას ეცდება

ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა თავდამსხმელ ფერნანდო ტორესის მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ რადამელ ფალკაოზე გაცვლა სცადოს.

ინგლისურ კლუბში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის გამოსვლით ძალიან უკმაყოფილონი არიან. წელიწადზე მეტია, რაც ტორესი ლონდონელთა რიგებში გადავიდა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ხუთჯერ მოახერხა გოლის გატანა.

"ლივერპულში" გამოსვლისას კი ტორესმა 142 შეხვედრაში 81 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ფალკაოს, კოლუმბიელმა ფორვარდმა, რომელიც "ატლეტიკოში" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა, უკვე 19 გოლი გაიტანა. ამიტომ "ჩელსისთვის" მისი გადაბირება იოლი არ იქნება.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 494 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1