მთავარი » 2012 » თებერვალი » 2 » ლიონელ მესის მეორე გაცუდებული პენალტი [+VIDEO]
9:16 PM
ლიონელ მესის მეორე გაცუდებული პენალტი [+VIDEO]

ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს "ვალენსია" და "ბარსელონას" დაუპირისპირდნენ, ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი გოლი 27-ე წუთზე "ღამურების" ფეხბურთელმა ჟონას მა გაიტანა. 35-ე წუთზე კი ანგარიში კარლეს პუიოლმა გაათანაბრა.

თუმცა კატალონიელებს შეხვედრი მოგებაც შეეძლოთ. 56-ე წუთზე "ვალენსიას" კართან 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში კატალონიელთა მეკარემ ხოსე პინტომ საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ხელით ითამაშა, თუმცა არბიტრმა ხოსე გონსალეს-გონსალესმა თამაში არ შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში არგენტინელმა ფორვადმა უკვე მეორე პენალტი გააცუდა. პირველად მესიმ 11-მეტრიანი "სევილიასთან" მატჩში ვერ გამოიყენა.

ესპანეთის თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის 8 თებერვალს 23:55 საათზე გაიმართება.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 415 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1