მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ლიონელ მესი, მადრიდის "ატლეტიკოს" მკვლელი
11:47 PM
ლიონელ მესი, მადრიდის "ატლეტიკოს" მკვლელი


ლიონელ მესი, მადრიდის "ატლეტიკოს" მკვლელი

მომავალ ტურში "ბარსელონა" "ვისენტე კალდერონს" ხვდება. მადრიდელები ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ლეო მესის უნდა უფრთხოდნენ.

ერთი, რომ არგენტინელი ისედაც საუკეთესოა კატალონიელთა რიგებში. მეორეც, თითქოს, ჯინი სჭირსო, მესის განსაკუთრებით უყვარს "ატლეტიკოს" მეკარეების დამწუხრება - მის ანგარიშზე 13 დაპირისპირებაში გატანილი 17 გოლია.

ბოლო ორ შეხვედრაში მესი ჰეთ თრიკის გარეშე არ ტოვებს მოედანს. 17-დან 13 გოლი ლა ლიგაზე მოდის, 4 კი სამეფო თასზე.

* * *
"ატლეტიკოსთან" მატჩისთვის ხოსეპ გვარდიოლამ პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი და ერთი სარეზერვო, კრისტიან ტელიო ავარჯიშა.

* * *
ჩავი 14 წელია, ძირითადი გუნდის ფეხბურთელად მიიჩნევა, მაგრამ ნახევარმცველს ასეთი პროდუქტიული სეზონი ჯერ არ ჰქონია - მან ყველა 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა (აქედან 7 ლა ლიგაში) და პირველად გადაცდა 10-გოლიან ნიშნულს. 2008/09 წლების სეზონში ჩავიმ 10 გოლი გაიტანა.

* * *
ისააკ კვენკა იხსნებს პირველ ნაბიჯებს ძირითად გუნდში. 19 წლის გარემარბი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად "ბარსას" სუპერვარსკვლავების უბრალოებამ გააკვირვა და გაახარა.

* * *
ტიაგო ალკანტარას მიაჩნია, რომ მის კლუბს ყველაფერი ხელეწიფება. მათ შორის, "რეალთან" 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც.

* * *
დანი ალვეში ამბობს, რომ, როცა იხსენებს "რეალთან" დიდ ჩამორჩენას, ცოფდება.

* * *
ბერნდ შუსტერმა განაცხადა, რომ უკვე ვერ წარმოუდგენია "ბარსელონა" გვარდიოლას გარეშე, ისევე როგორც "რეალი" მოურინიოს გარეშე.

* * *
ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ ალექსის სანჩესი ბრწყინვალედ მოერგო "ბლაუგრანას".

* * *
"ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბოს ანხელ მარია ვილიარს შეხვდა. ბუნებრივია, საუბრის მთავარი თემა სათასო ფინალის გამართვის ადგილი იყო.

* * *
"მარკას" მიაჩნია, რომ გვარდიოლას აბარგების შემთხვევაში "ბარსელონას" ან ლუის ენრიკე, ან მარსელო ბიელსა გაწვრთნის.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 509 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1