მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » ლიონელ მესი: "ბარსელონა" ჩემი სახლია, მაგრამ ყოველთვის არგენტინელად დავრჩები
9:02 PM
ლიონელ მესი: "ბარსელონა" ჩემი სახლია, მაგრამ ყოველთვის არგენტინელად დავრჩები

კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი უკმაყოფილოა, რომ არგენტინის ნაკრებში ცუდი თამაშის გამო აკრიტიკებენ.

ფეხბურთელის თქმით, ის ეროვნულ გუნდში ისევე ირჯება, როგორც კლუბში.

"ამ კრიტიკით უკმაყოფილო ვარ და ეს თემა ძალიან მაწუხებს. ჩემზე ისეთ რაღაცეებს ამბობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მგონი ახლა უფრო მიხვდებიან, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ვცდილობ ნაკრებში ისევე ვითამაშო, როგორც "ბარსელონაში".

არასდროს მითქვამს უარი ჩემს ეროვნებაზე და არც არასდროს ვიტყვი. ჩემი ქვეყნით ვამაყობ.

"ბარსელონა" კი ჩემი სახლია, რადგან ამ კლუბმა მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია, მაგრამ მე ყოველთვის არგენტინელად დავრჩები", - თქვა მესიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 476 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1