მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » ლიონელ მესი: "ბარსელონა" არასდროს ნებდება
6:16 PM
ლიონელ მესი: "ბარსელონა" არასდროს ნებდება

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ "ვილიარელთან" ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბარსელონა" არასდროს ნებდება. ჩემპიონატის მეორე წრე სულ ახლახან დაიწყო. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის. "ვილიარეალთნ" შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ბურთი კარში უბრალოდ არ მიდიოდა.

შეგვიძლია დაკარგული ქულები ავინაზღაუროთ, რადგან წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა, თანაც ახლა უკვე კოპა დელ რეიზე უნდა ვიფიქროთ, სადაც "ვალენსიის" წინააღმდეგ გვიწევს თამაში.

შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თასის ფინალში გავიდეთ", - თქვა მესიმ.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 462 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1