მთავარი » 2012 » თებერვალი » 1 » ლევან ყენიამ ითამაშა!
11:22 AM
ლევან ყენიამ ითამაშა!

გუშინ გელზენკირხენის "შალკეს" ოფიციალური საიტი სიახლეს ასე იწყებდა:

"კარგი ამბებია ჰუუბ სტევენსისთვის: შეტევის წყვილმა, რაულმა და ალექსანდერ ბაუმოჰანმა ვარჯიში დაიწყეს. მათ ჯერ ინდივიდუალურად წაივარჯიშეს".

აი, ამ ფრაზას რაც მოყვა, ის კი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის არის სასიხარულო სიახლე:

"მათზე წინ არიან ლევან ყენია და ჯეფერსონ ფარფანი, ისინი უკვე გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშობენ".

მეტიც, გუშინ 21 წლის ქართველმა ლეგიონერმა ორმხრივ მატჩში მიიღო მონაწილეობა, პირველად ამდენი ხნის მერე.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 430 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1