მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » ლევან ყენია საქართველოს ნაკრებს უბრუნდება!
11:38 AM
ლევან ყენია საქართველოს ნაკრებს უბრუნდება!

ლევან ყენია საქართველოს ნაკრებს უბრუნდება!

ლევან ყენია 2009 წლის ოქტომბერში დაშავდა და მას შემდეგ ორი წელიწადი და ოთხი თვე არც ამხანაგური და არც ოფიციალური მატჩი არ უთამაშია. შესაძლოა, მისი ხელმეორე დებიუტი 29 თებერვალს თბილისში ვიხილოთ - 21 წლის შემტევი ნახევარმცველი თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა!

ეს ამბავი ფეხბურთელმაც დაადასტურა და ფედერაციამაც. ცხადია, გვახარებს მოედანზე მისი დაბრუნების პერსპექტივა, რადგან ნაკრებს ძალიან დააკლდა ყენიას მოულოდნელი და არაორდინალური თამაში და აფეთქებები.

შეხსენებისთვის: ლევანს სამჯერ გაუკეთეს კოჭის ოპერაცია, იწყებდა, მაგრამ მორიგი ტრავმა აჩერებდა და გულს უკლავდა. გელზენკირხენის "შალკეში" სრული დატვირთვებით ვარჯიშის უფლება კი მხოლოდ წლეულს, იანვრის მიწურულს მიიღო და ამჟამად გუნდთან ერთად ემზადება.

ეროვნული ნაკრები თბილისში შეკრებას 25 თებერვალს დაიწყებს. სავარაუდოდ, უწინ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ჩვენებურები გამოცხადდებიან, რადგან ამ ქვეყნებში ჯერ ჩემპიონატი არ დაწყებულა.

გუნდი სრულად 27 თებერვალს შეივსება. იქნებ, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შეკრებაზე ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები დაგვიანებით გამოცხადდებიან, რადგან 26 თებერვალს უმაღლესი ლიგაში ტურია დაგეგმილი.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 496 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1