მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ლეონარდო: პსჟ კარლოს ტევესის შეძენას აღარ ეცდება
6:03 PM
ლეონარდო: პსჟ კარლოს ტევესის შეძენას აღარ ეცდება

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ კლუბს "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ კარლოს ტევესის შეძენა აღარ სურს.

"მოლაპარაკებები შევწყვიტეთ. ტევესის შეძენის ვარიანტი არსებობდა, ჩვენ ის შევისწავლეთ, კარგი წინადადება შევთავაზეთ, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.

არ გვსურ შეთავაზებული თანხა გავზარდოთ და ამიტომ გადავწყვიტეთ მოლაპარაკებები აღარ გავმართოთ", - აღნიშნა ლეონარდომ.

ასე, რომ არგენტინელი ფორვარდის შეძენის მთავარ პრეტენდენტად "მილანი" და "ინტერი" რჩება.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 494 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1