მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » ლადო დვალიშვილმა ლიგა გამოიცვალა
5:40 PM
ლადო დვალიშვილმა ლიგა გამოიცვალა

გუშინ 25 წლის ლადო დვალიშვილი ვარშავის "პოლონიას" სრულფასოვანი წევრი გახდა. ფეხბურთელმა ვარშავაში სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა და, მას მერე, რაც დადებითი პასუხი მიიღო, კლუბთან 2014 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

ამის შესახებ საღამოს "პოლონიას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გვაუწყა, სადაც ლადოს ფიზიკური მონაცემებიც და კარიერაც დეტალურად არის აღწერილი.

ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად პირველად ორშაბათს ივარჯიშებს.

ამავე საიტზე წარსულში ცნობილმა მეკარემ იაროსლავ ბაკომ დვალიშვილი პოლონელ ფორვარდ ტომაშ ფრანკოვსკის შეადარა საუკეთესო წლებში, ანუ, როცა იგი "ვისლაში", "ტენერიფესა" და "პუატიეში" თამაშობდა.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 438 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1