მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ქუთაისის "ტორპედო" თურქეთში აზერბაიჯანულ "სიმურგსაც" შეხვდება
5:54 PM
ქუთაისის "ტორპედო" თურქეთში აზერბაიჯანულ "სიმურგსაც" შეხვდება

ანთალიურ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის"ტორპედო" აზერბაიჯანულ "სიმურგს" საკონტროლო მატჩზე შეუთანხმდა - რიონისპირელები ზაქათალელებს 26 იანვარს შეხვდებიან.

25 იანვარს "ტორპედო" რუმინულ "ბრაშოვს" ეთამაშება და, როგორც კლუბის ვებგვერდი იუწყება, აზერბაიჯანელებთან ის ფეხბურთელები გავლენ მოედანზე, რომლებსაც წინა დღეს არ მოუწევთ რუმინელებთან თამაში.

ზაქათალის "სიმურგი" Aაზერბაიჯანის ჩემპიონატში ამ დროისთვის მე-9 ადგილზეა, გუნდს წარსულში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი სერგეი იურანი წვრთნის.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 500 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1