მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ხუან მატა: ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა
5:21 PM
ხუან მატა: ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა

ხუან მატა: ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა

ლონდონის "ჩელსის" ესპანელ ფეხბურთელ ხუან მატას "ნაპოლისთან" დუელში საბოლოო გამარჯვების სჯერა.

სწორედ ხუანმა გახსნა ანგარიში "ნაპილისთან" მატჩში, როდესაც პაოლო კანავაროს შეცდომა გამოიყენა. თუმცა ნეაპოლელებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და დამაჯერებელ გამარჯვებას (3:1) მიაღწიეს.

"1:0 ჩვენს სასარგებლოდ იდეალური ანგარიში იქნებოდა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. "ნაპოლი" ძალიან ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით კარგად კი საშინაო არენაზე თამაშობს.

თუმცა ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ, რათა "სტემფორდ ბრიჯზე" საჭირო გამარჯვებას მივაღწიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა", - განაცხადა მატამ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 509 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1