მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონასთან" კონტრაქტის" გაგრძელებაზე დაფიქრება მჭირდება
3:51 PM
ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონასთან" კონტრაქტის" გაგრძელებაზე დაფიქრება მჭირდება

ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონასთან" კონტრაქტის" გაგრძელებაზე დაფიქრება მჭირდება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გავრდიოლამ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის შესაძლო გაგრძელების შესახებ ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ კონტრაქტის გაგრძელება ერთბაშად ხუთი-ექვსი წლით ღირს. მაგრამ ისეთ ამბიციურ კლუბში, როგორიც "ბარსელონაა" მუშაობას ვერ შევძლებ თუ საკმარისი ძალები არ მექნა.

ვიცი, რომ ისე კარგად თავს ვერსად ვიგრძნობ, როგორც "ბარსელონაში". მაგრამ ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, გავაგრძელებ თუ არა კონტრაქტს. ოდესღაც, ასეთ გადაწყვეტილებას თებერვალშიც მივიღებდი, მაგრამ ახლა დალოდებას და ფიქრს ვამჯობინებ.

თუ კლუბი გადაწყვეტილების მისაღებად ვადას დამინიშნავს, დავფიქრდები. ახლა, მხოლოდ ყოველდღიურ სამუშაოზე ვფიქრობ", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უსრულდება.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 489 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1