მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ხოსეპ გვარდიოლა: 12 ტიტულის შემდეგ მადრიდის "რეალთან" ჩამორჩენა ნორმალურია
11:05 PM
ხოსეპ გვარდიოლა: 12 ტიტულის შემდეგ მადრიდის "რეალთან" ჩამორჩენა ნორმალურია

ხოსეპ გვარდიოლა: 12 ტიტულის შემდეგ მადრიდის "რეალთან" ჩამორჩენა ნორმალურია


"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ტრაგედიის შექმნას არ აპირებს იმისგან, რომ ეროვნულ პირველობაში მისი გუნდი მეორე ადგილზეა. "ბლაუგრანა" მადრიდის "რეალს" შვიდი ქულით ჩამორჩება. ბევრი მიიჩნევს, რომ დაკარგული ქულების ანაზღაურებას გუნდი ვერ შეძლებს. "ჩემი მოთამაშეები ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ისახავენ. ბუნებრივია, რომ 12 მოგებული ტიტულის შემდეგ "რეალს" ჩამოვრჩებით. ყოველთვის პირველ ადგილზე ყოფნა შეუძლებელია. ჩამორჩენა აუცილებელიც კია, რათა კვლავ შესაბამისად განეწყო. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში ჩვენი მიზანი გართულდა, რადგან "რეალი" ძალიან ძლიერ თამაშს აჩვენებს. დაე, ეცადონ ჩემპიონატის მოგებას, ჩვენ კი ვიბრძოლებთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 449 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1