მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ხაბი ალონსო: ცსკა-სთან გამარჯვებას ვიმსახურებდით
5:14 PM
ხაბი ალონსო: ცსკა-სთან გამარჯვებას ვიმსახურებდით

ხაბი ალონსო: ცსკა-სთან გამარჯვებას ვიმსახურებდით

მადრიდის "რეალის" ჰავბეკი ხაბი ალონსო ცსკა-სთან (1:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრის ანგარიშით უკმაყოფილოა.

ალონსო მიიჩნევს, რომ "ბლანკო" მეტოქეზე უკეთ თამაშობდა და გამარჯვებას იმსახურებდა.

"სამწუხაროა, რომ მეორე გოლის გატანა ვერ შევძელით. ამაზე დასანანი კი მატჩის ბოლო წამებზე გაშვებული ბურთი იყო.

თამაშს ვაკონტროლებდით და უფრო მეტს ვიმსახურებდით. თუმცა ამისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს, შედეგიანი ფრეც ჩვენთვის მისაღები შედეგია ", - თქვა ალონსომ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 552 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1