მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » კრიშტიანო რონალდო - ჰეთთრიკოსანი
8:54 PM
კრიშტიანო რონალდო - ჰეთთრიკოსანი

კრიშტიანო რონალდო - ჰეთთრიკოსანი

მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგაში ჰეთ თრიკების რიცხვით კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

"ლევანტესთან" მატჩში პორტუგალიელმა გოლეადორმა "რეალის" მაისურით ჩემპიონატში მე-13 ჰეთ თრიკი შეასრულა და კლუბის ლეგენდა ფერენც პუშკაშს (12 ჰეთ თრიკი) გადაუსწრო. ისე, პირველ ადგილამდე ძალიან შორია, თუნდაც რონალდოს დარი მეგოლესთვის - ალფრედო დი სტეფანომ ლა ლიგაში 22 ჰეთ თრიკი შეასრულა.

სხვათა შორის, 3-ზე მეტი ჰეთ თრიკი "ლოს ბლანკოსის" ისტორიაში მხოლოდ 8 ფეხბურთელს აქვს შესრულებული. რონალდოს 13 ჰეთ თრიკიდან 2 სინამდვილეში მეტიცაა - შარშანდელ სეზონში მან "რასინგისა" და "სევილიას" კარში 4-4 გოლი გაიტანა.

სეზონების მიხედვით ასეა: მისთვის პირველ სეზონში (2009/10 წლები) რონიმ მხოლოდ 1 ჰეთ თრიკი შეასრულა, მეორეში - 6, ახლა კი ჯერ შუა სეზონია და მის ანგარიშზე უკვე 6 ჰეთ თრიკია.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 514 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1