მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » კლაუდიო რანიერის ტიაგო მოტას გაშვება არ სურს
6:32 PM
კლაუდიო რანიერის ტიაგო მოტას გაშვება არ სურს

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის აზრით, ტიაგო მოტა გუნდს მომავალში გამოადგება.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" პსჟ-ის წინადადება 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით უარყო. პარიზული კლუბი მზად იყო მოტაში 8 მილიონი ევრო გადაეხადა.

"მინდა, რომ მოტა დარჩეს, მაგრამ ასევე ვფიქრობ, სხვა ვარიანტებიც უნდა განვიხილოთ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა რანიერიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 527 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1