მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » კევინ-პრინს ბოატენგი სამ კვირას იუქმებს + video
3:54 PM
კევინ-პრინს ბოატენგი სამ კვირას იუქმებს + video

კევინ-პრინს ბოატენგი სამ კვირას იუქმებს

"მილანის" ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენგმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ლონდონის "არსენალთან" (4:0) ტრავმა მიიღო.

"როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გარისკა და "ჩეზენასთან" მატჩისთვის მას დასვენების საშუალება მისცა. როგორც გაირკვა, ბოატენგის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა.

"არსენალთან" მატჩში ნახევარმცველმა ბარძაყი დაიზიანა. ახლო მომავალში ბოატენგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. სავარაუდოდ ის სამ კვირაში გამოჯანმრთელდება.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 468 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1