მთავარი » 2012 » იანვარი » 13 » კევინ პრინს ბოატენგი: ჩვენ "გიჟურ მილანს" გვეძახიან
10:06 PM
კევინ პრინს ბოატენგი: ჩვენ "გიჟურ მილანს" გვეძახიან

"როსონერის" ნახევარმცველი კევინ პრინს ბოატენგი მიიჩნევს, რომ "მილანმა" "ინტერის" დამარცხებით სკუდეტოზე საკუთარი პრეტენზიები უნდა დაამტკიცოს.

"მახარებს ის ატმოსფერო, რომელიც ქალაქში დერბის წინ სუფევს. ყველა აფორიაქებულია და წინასამატჩო მოლოდინით ცხოვრობს.

ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს, რათა "ინტერს" უპრობლემოდ გავუმკლავდეთ. მითუმეტეს არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ "გიჟურ მილანს" გვეძახიან.

ჩვენთან ისეთი მრისხანე ფეხბურთელები თამაშობენ, როგორიც მე, ვან ბომელი, იბრაჰიმოვიჩი და კასანოა. ჩვენ ყველას მოდანზე ცეცხლის დანთება შეგვიძლია", - განაცხადა ბოატენგმა.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 494 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1