მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » კარლოს ტევესი: ვნახოთ, როგორ მიმიღებენ "მანჩესტერ სიტის" ფანები
10:51 PM
კარლოს ტევესი: ვნახოთ, როგორ მიმიღებენ "მანჩესტერ სიტის" ფანები

კარლოს ტევესი: ვნახოთ, როგორ მიმიღებენ "მანჩესტერ სიტის" ფანები

"მანჩესტერ სიტის" 28 წლის ფორვარდმა კარლოს ტევესმა ინგლისში ჩაფრენის წინ არგენტინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომელშიც დაადასტურა, რომ ზამთარში გუნდიდან წასვლა შეეძლო.

"ყველა ინფორმაცია, რომელიც პრესაში ჩნდებოდა, სიმართლეა. წასვლა ნამდვილად შემეძლო, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ჩემს გუნდში უნდა დავბრუნდე.

მოქმედი კონტრაქტით "მანჩესტერ სიტის" დასახმარებლად კიდევ ორნახევარი წელი მაქვს. გუნდში დაბრუნებით ახალ გამოცდილებას მივიღებ.

როგორ მიმიღებენ გულშემატკივრები? ვნახოთ", - თქვა ტევესმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 538 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1