მთავარი » 2012 » თებერვალი » 2 » კარლოს ტევესი: "მანჩესტერ სიტიში" ჩემი მდგომარეობა უბრალოდ კომიკურია
9:11 PM
კარლოს ტევესი: "მანჩესტერ სიტიში" ჩემი მდგომარეობა უბრალოდ კომიკურია

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი კარლოს ტევესი ამბობს, რომ არ იცის, როგორ წარიმართება უახლოესი თვეების განმავლობაში კლუბთან მისი ურთიერთობა.

არგენტინელი "ქალაქელთა" ხელმძღვანელობის რისხვის ქვეშ მოექცა და მოედანზე შემოდგომის შემდეგ არ გასულა.

"ეს მდგომარეობა უბრალოდ კომიკურად მეჩვენება. ინგლისის დატოვება მსურდა, შემოთავაზებები იტალიური და ესპანური კლუბებიდან მქონდა, მაგრამ "ქალაქელებმა" უბრალოდ, სხვა კლუბების პიროებზე დათანხმება არ ისურვეს.

კლუბში მითხრეს, რომ მათთვის ბევრად უფრო ძვირად ვფასობ, ამიტომ ჩემი იაფად გაყიდვა არ სურთ. არც იჯარით გამიშვეს.

წარმოედგენა არ მაქვს, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს თვეებში. კლუბს ოფიციალური განცხადება დიდი ხნის წინ გავუგზავნე, სადაც ავუხსენი, რომ გუნდის დატოვება მსურს", - განაცხადა ტევესმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 514 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1