მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » კარლო ანჩელოტი: შესაძლოა, ივნისში პსჟ კაკათი გაძლიერდეს
11:46 PM
კარლო ანჩელოტი: შესაძლოა, ივნისში პსჟ კაკათი გაძლიერდეს

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ კაკას გადაბირებაზე ფიქრს აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ანჩელოტის ხელმძღვანელობით იტალიურ "მილანში" თამაშობდა.

"კაკა ივნისში შესაძლოა, პსჟ-ში გადავიდეს. არაა გამორიცხული, რომ "რეალმა" მას კლუბის დატოვების უფლება მისცეს", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ანჩელოტიმ.

აღსანიშნავია, რომ ყოველი სეზონის დაწყების წინ ესპანეთში აქტიურად ბჭობენ იმის შესახებ, რომ კაკა "რეალს" დატოვებს. თუმცა ბრაზიელიელი ყოველთვის ამბობს, რომ სურს "რეალს" თავისი საჭიროება დაუმტკიცოს.




კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 469 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1