მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » კახა კალაძე: "ნაპოლის" დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არ მეშინია
6:39 PM
კახა კალაძე: "ნაპოლის" დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არ მეშინია

გენუის "ჯენოას" ქართველი მცველი კახა კალაძე, რომელსაც საახალწლოდ ვარჯიშზე მიღებულმა ტრავმამ გარკვეული დროით უთამაშებელი დატოვა, კვირას, სერია A-ს მორიგ ტურში, თავის გუნდს "ნაპოლისთან" დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი რთულ თამაშს მოელის, თუმცა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვების იმედს არ კარგავს.

"ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი და მათთან თამაშისთვის განსაკუთრებით მოვემზადეთ.

ჩვენ შორის გამართული პირველი წრის მატჩი უკვე დავივიწყეთ. მართალია რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ახლა ახალი მწვრთნელი გვყავს და გამარჯვება გვწადია. თანაც, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ და ეს უპირატესობას გვანიჭებს.

ბოლო დროს ჩვენ გუნდს დაცვის ხაზში პრობლემები ჰქონდა, რაც ფეხბურთელთა ტრავმიანობით იყო გამოწვეული. დიანელი კვლავ ვერ გვეხმარება, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არაა ანტონელი, მე კი მთელი თვე გამიცდა.

არ ვიცი, "ნაპოლისთან" სამი მცველით ვითამაშებთ, თუ ოთხით, მაგრამ ვფიქრობ, საქმეს თავს ამჯერად კარგად გავართმევთ.

რაც შეეხება "ნაპოლის", ამ გუნდის დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არ გვეშინია", - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა Radio Crc-ისთან ინტერვიუში.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 481 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1