მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » კაკა: მესუთ იოზილთან ერთად თამაში სიამოვნებაა
10:20 PM
კაკა: მესუთ იოზილთან ერთად თამაში სიამოვნებაა

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაკამ თანაგუნდელი მესუთ იოზილი შეაქო. ბრაზილიელის თქმით, მას გერმანიის ნაკრების ნახევარმცველთან ერთად თამაში ძალიან სიამოვნებს.

"იოზილთან ერთად მოედანზე მოქმედება ძალიან იოლია. მის თამაშზე დაკვირვებაც დიდი სიამოვნებაა. მან საკუთარ ძალებში თავდაჯერება იგრძნო, რაც გუნდისთვის სასარგებლოდ მოქმედებს. "რეალმა" ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელისგან მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს", - თქვა კაკამ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 517 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1