მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » კაკა და რობინიო ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ
11:18 PM
კაკა და რობინიო ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ

კაკა და რობინიო ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანუ მენეზმა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ამხანაგური მატჩისტვის გუნდის შემადგენლობა გააცხადა.

მატჩი 28 თებერვალს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში მიწვევა არ მიუღიათ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ კაკასა და "მილანის" თავდამსხმელ რობინიოს.

ბრაზილიის ნაკრების განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჟულიო სეზარი ("ინტერი"), დიეგუ ალვეში ("ვალენსია"), რაფაელი ("სანტოსი")
მცველები: დანი ალვეში ("ბარსელონა"), დანილუ ("პორტუ"), მარსელო ("რეალი"), ალექს სანდრუ ("პორტუ"), ადრიანო ("ბარსელონა"), დედე ("ვასკო და გამა"), ტიაგო სილვა ("მილანი"), დავიდ ლუისი ("ჩელსი")
ნახევარმცველები: განსო ("სანტოსი"), ერნანესი ("ლაციო"), ლუკას მორა ("სან-პაოლო"), ელიაში ("სპორტინგი"), ფერნანდინიო ("შახტარი"), სანდრო ("ტოტნჰემი")
თავდამსხმელები: ჰალკი ("პორტუ"), ჟონასი ("ვალენსია"), ლეანდრუ დამიანი ("ინტერნასიონალი"), ნეიმარი ("სანტოსი"), რონალდინიო ("ფლამენგო")

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 565 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1