მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ჯანო ანანიძემ ნორვეგიულ "მიოლდეს" ვერაფრით გაუტანა
5:05 PM
ჯანო ანანიძემ ნორვეგიულ "მიოლდეს" ვერაფრით გაუტანა

ჯანო ანანიძემ ნორვეგიულ "მიოლდეს" ვერაფრით გაუტანა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელიც მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, ნორვეგიულ "მიოლდესთან" მოსკოველთა საკონტროლო შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

"სპარტაკი" "მიოლდეს" წელს უკვე მეორედ გაეჯიბრა და თუ პირველ მატჩში გამარჯვება ვალერი კარპინის შეგირდებს დარჩათ, ამჯერად ნორვეგიელებმა იძალეს და 3:0 მოიგეს.

თუ მოსკოვური კლუბის საიტს დავუჯერებთ, ამ თამაშში "სპარტაკი" ერთი თავით სჯობდა მეტოქეს და რომ არა გამოუყენებელი მომენტები, კარპინის შეგირდები გამარჯვებასაც შეძლებდნენ. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანის ორი შანსი მარტო 19 წლის ქართველს გაუშვია ხელიდან. პირველ ჯერზე ჯანომ მეტოქე მეკარეს ბურთი ფეხზე მოარტყა, მეორეჯერ კი კარს გადააცილა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 522 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1