მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » იტალია. სერია A. XXII ტური: შავი დღე ლიდერთათვის
8:48 PM
იტალია. სერია A. XXII ტური: შავი დღე ლიდერთათვის

იშვიათი ამბავი მოხდა სერია A-ს XXII ტურში - სატურნირო ცხრილის პირველ ხუთეულში მყოფი გუნდებიდან გამარჯვება ვერც ერთმა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, ცხრილის ზედა ნაწილში ბევრი არაფერი შეცვლილა.

თუმცა, გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეგვიძლია - მაგალითად ის, რომ "იუვენტუსმა" თურმე შეიძლება დაკარგოს ქულები ქვედა ეშელონის გუნდებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერის მდევრებს შანსი კიდევ მიეცემათ;

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ "მილანს" სერიოზული თუ არა, მცირე ჩავარდნა მაინც აქვს და თუ მასიმილიანო ალეგრიმ დროზე არ იპოვა გამოსავალი, გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება; შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ "უდინეზესა" და "ლაციოსთვის" სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ ადრეა, "ინტერს" კი მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე შეუძლია ოცნება.

თუმცა, აქ ჩვენივე თავს შევეწინააღმდეგეთ - ერთი მხრივ, "იუვეს" კონკურენტებს დავუტოვეთ შანსი და იქვე, "უდინეზეს", "ლაციოს" და "ინტერს" ყველანაირი იმედები გადავუწურეთ - ანუ, უნდა გვეთქვა, რომ "იუვეს" ერთადერთ კონკურენტს, "მილანს" მიეცემა შანსი, გუნდს, რომელსაც თავის მხრივ, მცირე ჩავარდნა აქვს.

* * *
აი, ამ ჩახლართული ანალიზის შემდეგ, კონკრეტულ შეხვედრებზე გადავიდეთ და თავდაპირველად "სან სიროზე" შევიხედოთ. ალეგრიმ ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, სტეფან ელ შაარავი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩს რობინიო შეუწყვილა, ფორვარდთა უკან კი კლარენს ზეედორფი გაამწესა.

რაც შეეხება "ნაპოლის", გარკვეული პაუზის შემდეგ, ვალტერ მაძარიმ პირველად შეძლო სამი ტენორის, გნებავთ დიდი სამეულის მოედანზე ერთად გაყვანა - აქვე ვთქვათ, რომ ლავეცი-ჰამშიკი-კავანის ტრიო ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ციდან ვარსკვლავები მოწყვიტეს. აი, მილანელმა შემტევებმა კი აშკარად შეირცხვინეს თავი - რობინიომ ტრადიცია არ დაარღვია და ერთი 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი გასული სეზონის გმირობები გაიხსნენა და არასპორტული საქციელისთვის გაძევებულ იქნა მოედნიდან.

თამაში მთლიანობაში ნელ ტემპში წარიმართა, მომენტებიც პრაქტიკულად არ შექმნილა და სათქმელი ბევრი არაფერი გვაქვს - "მილანმა" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, "ნაპოლისთვის" კი მილანური ფრე შესაძლოა კრიზისიდან ამოსვლის საფუძველი გახდეს.

* * *
ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან "იუვენტუსმა", რომ ლიდერობა კიდევ უფრო განემტკიცებინა - თავად განსაჯეთ, ტურინელებს რომ საკუთარ კედლებში "სიენა" დაემარცხებინათ, "მილანს" მთელი სამი ქულით გაუსწრებდნენ და თუ ამას იმ გადადებულ შეხვედრასაც დავუმატებთ, "იუვეს" უპირატესობა უკვე საგრძნობი გახდებოდა.

ანტონიო კონტეს გუნდმა მთელი 90 წუთი შეტევებში გალია, მაგრამ ბურთმა არაფრით ინება კარის ხაზის გადაკვეთა - კონტეს მუდმივად თავში ჰქონდა ხელები წაშენილი და სავარაუდოდ, გაფუჭებული მომენტების რაოდენობას ითვლიდა.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ალესანდრო მატრის საოცრად კარგად ეხერხება ბოძებული შანსების ხელიდან გაშვება - მარტო მას, მინიმუმ ჰეთთრიკის შესრულება შეეძლო.

ერთი სიტყვით, "იუვემ" ვერაფრით გაუტანა "სიენას" და ტრიბუნებზე შეკრებილი 35 000 გულშემატკივარი გაწბილებული დატოვა.

* * *
გაწბილება თქვენ "ინტერის" ქომაგების უნდა იკითხოთ - კლაუდიო რანიერის გუნდი რომში ჩავიდა და ჯობდა არ ჩასულიყო - საწყალ ჟულიო სეზარს ოთხჯერ გამოატანინეს ბურთი საკუთარი კარიდან, მაშინ, როდესაც თვითონ მილანელებმა შეტევაში ხეირიანი ვერაფერი შექმნეს. დიახ, 4:0 დედაქალაქელთა სასარგებლოდ... ლუის ენრიკე ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა:

"ეს იყო იდეალური ფეხბურთი ჩემი გუნდის შესრულებით და მე ამით ამაყი ვარ. შეგირდებმა ყველა ჩემი დავალება შეასრულეს და შედეგიც სახეზეა. "ინტერს" სულაც არ ჩაუტარებია ურიგო შეხვედრა, უბრალოდ, ჩვენ ვიყავით შეუჩერებელნი. დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტურად ყველა მეტოქეს დავამარცხებდით".

ანგარიში ჟუანმა გახსნა, კუთხურზე ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და თავური დარტყმით თანამემამულე კიპერი უშანსოდ დატოვა, 1:0. ტაიმის მიწურულს ფაბიო ბორინი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ვალტერ სამუელს შესანიშნავად აუარა გვერდი და უზუსტესი დარტყმით რომაელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც იგივე ბორინი მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, 3:0. და ბოლოს, თავისი გოლი შეცვლაზე შესულმა ბოიან კრკიჩმაც გაიტანა - სამი მილანელი მცველის გარემოცვაში დაიმორჩილა ბურთი, დასარტყმელ პოზიცაზე გავიდა და ზუსტადაც დაუბათქუნა, 4:0.

ასეთ ანგარიშს ნამდვილად არავინ მოელოდა, თვითონ რომაელებიც კი გაკვირვებულნი ჩანდნენ.

* * *
წააგეს მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფმა გუნდებმაც, თანაც ერთნაირი ანგარიშით. "ლაციო" 3:0-ს აგებდა გაძლიერებულ "ჯენოასთან", შემდეგ ორი გაუტანა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და დამარცხდა.

"უდინეზემ" ანტონიო დი ნატალეს გოლით გახსნა ანგარიში ფლორენციაში, მაგრამ შემდეგ მიჯრით გაუშვა სამი და გაცხადდა კიდეც, რომ ფრიულელებს ქულის აღება აღარ ეწერათ. თამაშის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ წახდენილ საქმეს ამან ვეღარ უშველა და "ფიორენტინამ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

სულ ეს იყო, დანარჩენზე სტატისტიკა მოგითხრობთ...

იტალია. სერია A. XXII ტური
ჩეზენა-კატანია გადაიდო

ჯენოა-ლაციო 3:2
ჯენოა (4-3-3): ფრეი - გრანკვისტი, მესტო, კალაძე, კონსტანტი - ბიონდინი, კუჩკა, იანკოვიჩი (85. ბირსა) - სკული (78. ბელუსკი), პალასიო, ჯილარდინო.
ლაციო (4-4-2): მარკეტი - კონკო, დიაკიტე, სტანკევიჩუსი (67. ბიავა), გარიდო (61. როცი) - ლულიჩი, ლედესმა, გონსალესი, მათუზალემი - როკი (16. კანდრევა), კლოზე.
გოლები: 1:0 პალასიო (9), 2:0 იანკოვიჩი (24), 3:0 იანკოვიჩი (46), 3:1 ლედესმა (53-პენ.), 3:2 გონსალესი (89).
გაფრთხილება: მესტო, კონსტანტი, კუჩკა, ბიონდინი - სტანკევიჩუსი, როცი.
კუთხური: 4-11; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8(5)-15(8); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 22 000

მილანი-ნაპოლი 0:0
მილანი (4-3-1-2): აბიატი (46. ამელია) - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, ანტონინი - ემანუელსონი, ვან ბომელი, ნოჩერინო - ზეედორფი (76. ამბროზინი) - რობინიო (86. მაქსი ლოპესი), იბრაჰიმოვიჩი.
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა (81. პანდევი), კანავარო, კამპანიარო - ცუნიგა, ჯემაილი (76. ინლერი), გარგანო, მაჯო - ლავეცი, ჰამშიკი - კავანი.
გაფრთხილება: მექსე, ემანუელსონი, ვან ბომელი, ზეედორფი - დე სანკტისი, კავანი.
გაძევება: იბრაჰიმოვიჩი (62. მილანი).
კუთხური: 12-8; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 12(5)-8(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 65 000

რომა-ინტერი 4:0
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი, ჰაინცე, ანხელი - გაგო (71. სიმპილისიო), დე როსი, პიანიჩი - ტოტი, ლამელა (73. ბოიანი), ბორინი (80. პიშიტელა).
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი (67. ფარაონი), ლუსიო, სამუელი (46. კორდობა), ნაგატომო - პალომბო, კამბიასო, ძანეტი, ობი - მილიტო, პაცინი (46. პოლი).
გოლები: 1:0 ჟუანი (13), 2:0 ბორინი (41), 3:0 ბორინი (49), 4:0 ბოიანი (89).
გაფრთხილება: ტადეი, ჟუანი, დე როსი - მაიკონი, ფარაონი.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10(6)-3(2); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 50 000

კიევო-პარმა 1:2
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, აჩერბი, ანდრეოლი, დრამე - ბრედლი, სამარკო (46. ლუჩანო), ვაჩეკი (77. პალოსკი) - თერეუ (70. სარდო) - პელისიერი, მოსკარდელი.
პარმა (3-4-3): პავარინი - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - მარიგა, ვალიანი (63. ბიაბიანი), მორონე, გობი, გალოპა (10. მოდესტო) - ჯოვინკო (90. ოკაკა), ფლოკარი.
გოლები: 1:0 თერეუ (50), 1:1 ლუჩანო (69), 1:2 ჯოვინკო (90).
გაფრთხილება: ვალიანი, მარიგა (პარმა).
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 23-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11(7)-8(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 8 000

ფიორენტინა-უდინეზე 3:2
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, ნასტასიჩი - კასანი, ბეჰრამი, მონტოლივო, პასკუალი, ლაძარი - ამაური, იოვეტიჩი.
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ფერონეტი, დომიცი - ბასტა (67. ტორიე), პაციენცა, ისლა, ფერნანდესი, არმერო - ფლორო ფლორესი (59. აბდი) - დი ნატალე.
გოლები: 0:1 დი ნატალე (14), 1:1 იოვეტიჩი (39-პენ.), 2:1 კასანი (56), 3:1 იოვეტიჩი (84-პენ.), 3:2 ტორიე (89).
გაფრთხილება: მონტოლივო, ლაძარი (ფიორენტინა).
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 4-8; კარში დარტყმა: 13(7)-11(7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 26 000

იუვენტუსი-სიენა 0:0
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, კიელინი, დე ჩელიე - მარკიზიო, პირლო, ვიდალი - პეპე (38. ჯაკერინი), მატრი (76. კვალიარელა), ვუჩინიჩი (61. ბორიელო).
სიენა (3-5-2): პეგოლო - ვიტიელო, ტერცი, როსეტინი - დელ გროსო, გაცი, ჯორჯი (69. რეჯინალდო), ვერგასოლა, ბრიენცა - კალაიო (56. გონსალესი), დესტრო (73. პარავიჩინი).
გაფრთხილება: ბარცალი, კიელინი, ბორიელო - პეგოლო, პარავიჩინი.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(7)-7(2); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 35 000

ლეჩე-ბოლონია 0:0
ლეჩე (3-5-2): ბენასი (27. ჟულიო სერჟიო) - ოდო, ტომოვიჩი, კაროციერი - კუადრადო, ჯაკომაცი, დელვეკიო, ბლაზი, ბრივიო - მურიელი (68. ბოჟინოვი), დი მიკელე (79. მილიონიკო).
ბოლონია (3-4-1-2): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი - პერესი, გარიჩი (90. კრესპო), მუდინგაი, მორლეო - რამირესი (64. აკვაფრესკა) - ტაიდერი (78. დიამანტი), დი ვაიო.
გაფრთხილება: ოდო, ბლაზი, დელვეკიო - პორტანოვა, ანტონსონი, პერესი, მორლეო, რამირესი.
გაძევება: კაროციერი (73. ლეჩე).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 8(3)-5(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 11 000

ნოვარა-კალიარი 0:0
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - დელაფიორე, ლიზუძო, ჩენტურიონი, გარსია - ჯემიტი (90. რუბინო), პორკარი, პეშე - რიგონი (70. ჯედა) - მასკარა (82. მორგანელა), კარაჩოლო.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - კონტი, დესენა, ნაინგოლანი (78. ეკდალი) - რიბეირო (89. ლარივეი) - ელ ქაბირი (56. იბარბო), პინილია.
გაფრთხილება: მორგანელა (ნოვარა).
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7(4)-10(1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 11 000

პალერმო-ატალანტა 2:1
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - პიზანო, სილვესტრი, მანტოვანი, ბალცარეტი - ბერტოლო (71. ასკუა), ბარეტო, დონატი - ზაჰავი (67. ილიჩიჩი) - მიკოლი, ბუდანი (76. ვასკესი).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - რაიმონდი, ლუკინი, სტენდარდო, პელუზო - კარმონა, ჩიგარინი, სკელოტო (46. ბრიგი), მორალესი - გაბიადინი (77. მარილუნგო), ტირიბოკი (27. ფრეძოლინი).
გოლები: 1:0 მიკოლი (29), 2:0 ბუდანი (49), 2:1 მორალესი (56).
გაფრთხილება: მანტოვანი, ზაჰავი - რაიმონდი, ჩიგარინი, მორალესი.
გაძევება: კონსილი (27. ატალანტა)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 13-24; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 19(10)-7(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 26 000

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 21 12 9 0 33-13 45
2. მილანი 22 13 5 4 43-19 44
3. უდინეზე 22 12 5 5 33-20 41
4. ლაციო 22 11 6 5 34-22 39
5. ინტერი 22 11 3 8 34-29 36
6. რომა 21 10 4 7 35-25 34
7. ნაპოლი 22 7 10 5 36-24 31
8. პალერმო 22 9 4 9 32-32 31
9. ჯენოა 21 9 3 9 31-40 30
10. ფიორენტინა 21 7 7 7 23-19 28
11. პარმა 21 7 6 8 27-34 27
12. კალიარი 22 6 9 7 20-22 27
13. კიევო 21 6 6 9 17-27 27
14. კატანია 19 5 8 6 22-28 23
15. ატალანტა 21 7 8 6 25-27 23
16. ბოლონია 21 5 7 9 18-26 22
17. სიენა 21 4 8 9 21-22 20
18. ლეჩე 22 4 5 13 22-38 17
19. ჩეზენა 21 4 4 13 13-31 16
20. ნოვარა 21 2 7 12 18-40 13

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
16 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 12 - დენისი (ატალანტა), კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), პალასიო (ჯენოა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური და გადადებული მატჩები
7 თებერვალი: კატანია-რომა
9 თებერვალი: ლაციო-ჩეზენა
11 თებერვალი: უდინეზე-მილანი, კალიარი-პალერმო; 12 თებერვალი: პარმა-ფიორენტინა, კატანია-ჯენოა, ატალანტა-ლეჩე, ინტერი-ნოვარა, ბოლონია-იუვენტუსი.
13 თებერვალი: ნაპოლი-კიევო, სიენა-რომა; 15 თებერვალი: ატალანტა-ჯენოა, პარმა-იუვენტუსი.
17 თებერვალი: ინტერი-ბოლონია, ფიორენტინა-ნაპოლი.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 579 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1