მთავარი » 2012 » თებერვალი » 4 » ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტურის წინ: ორი სუპერმატჩი
4:17 PM
ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტურის წინ: ორი სუპერმატჩი

XXIV ტურში პრემიერლიგაში ორი სუპერმატჩი გაიმართება. კვირას, ჩვენი დროით 20:00-ზე "სტემფორდ ბრიჯზე” "ჩელსი” "მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს, ორშაბათ-სამშაბათის გასაყარზე კი (ისევ ჩვენი დროით), "ენფილდზე” "ლივერპული” "ტოტენჰემს” დაუხვდება.

ფეხბურთის გულშემატკივარი ორივე მატჩს ალბათ განსაკუთრებული მოლოდონით ელის, რადგან ცხრილის ზედა ნაწილში ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს.

"არისტოკრატების” ფანები, მათდა სამწუხაროდ, ხვდებიან, რომ ამ გუნდების წინაშე სეზონის დარჩენილ ნაწილში აბსოლუტურად განსხვავბული ამოცანები დგას. "ალისფერი ეშმაკები” ცდილობენ, თანაქალაქელ "სიტის” ფეხი აუწყონ და თუ საშუალება მიეცემათ, ცხრილში გადაასწრონ კიდეც. აი, "ჩელსი” კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზეღა თუ იოცნებობს. გუნდებს შორის ამჟამად სხვაობა მთელი 12 ქულაა. გარდა საკადროსი, "ჩელსის” ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს.

ცხადია, რომ იოლი არ არის რამირესის, ობი მიკელის, დროგბას, ლემპარდის გარეშე თამაში, მაგრამ ის წნეხი, რასაც "ლურჯების” კაპიტანი ჯონ ტერი ბოლო ხანს მის თავს დატრიალებული ამბების გამო განიცდის, სახუმარო სულაც არის. ცოტა პარადოქსულია, მაგრამ სპეციალისტების ნაწილს სწორედ ამიტომ სჯერა, რომ ლონდონური კლუბი ერთ მუშტად შეიკვრება და "იუნაიტედს” სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს.

შეუძლებელია მდგომარეობის სირთულე არ ესმოდეს "ჩელსის” დამრიგებელ ანდრე ვილაშ ბოაშს. კიდევ ერთი შეხვედრის ჩაგდება და მის სახელს სერიოზული ჩრდილი მიადგება. ახალგაზრდა სპეციალისტზე უკვე ლაპარაკობენ მწვრთნელზე, რომელმაც სეზონის წინ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. ჩვენი აზრით ეს გასაკვირი სულაც არ არის, როცა ვხედავთ, რომ "ლურჯებს” ცხრილში "ტოტენჰემის” დევნა უწევთ. "დეზები” კი ფინანსური თუ საკადრო რესურსებით თანაქალაქელს ახლოსაც ვერ დაუდგებიან.

ახლა უშუალოდ მატჩს რაც შეეხება: სტუმართაგან ეჭვქვეშ იყო უეინ რუნისა და ანტონიო ვალენსიას თამაში, თუმცა ისინი დიდი ალბათობით მოედანზე იქნებიან და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მთავარ ხიფათს მეტოქეები სწორედ მათგან უნდა ელოდონ. მართალია, პოლ სქოულზი "სტოკ სიტისთან” რამდენჯერმე უხეშად შეცდა, მაგრამ ეს თავისთავად იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ ეჭვი გვეპარება, ვეტერანს "ჩელსისთან” შეხვედრაშიც დააკლდეს კონცენტრაცია. მით უფრო, რომ "იუნაიტედს” პრემიერლიგის გარდა სათამაშო და სანერვიულო მხოლოდ ევროპის ლიგაზე დარჩა. ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გამოვარდა ლიგისა და ასოციაციის თასის გათამაშებებიდან და ნაადრევად შეწყვიტა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაშიც.

შეიძლება ცოტა ირონიულად ჟღერდეს, მაგრამ "ჩელსის” ყველაზე დიდი იმედი შეიძლება სტატისტიკის ჰქონდეს. "სტემფორდ ბრიჯზე” თამაში "ეშმაკებს” ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან უჭირთ. უკანასკნელი მოგება ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა ლონდონში 2002 წლის 2 აპრილს მოიპოვეს 3:0 (აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სეზონში "ჩელსის” გასვლაზე "იუნაიტედი” ამავე ანგარიშით ჰყავდა დამარცხებული). მას შემდეგ 9 მატჩში "ჩელსიმ” 6 მოიგო (4 მშრალად) და 3 ფრედ ითამაშა. სწორედ ამას ჩიოდა ლეგენდარული შოტლანდიელი გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ბოლო წლებში "ჩელსისთან” შეხვედრები ძალიან გართულდა. შეიძლება ითქვას, რომ მათთან ძალიან არ გვიმართლებდა. ჩემს ფეხბურთელებს ესმით, რას ვითხოვ მათგან. იციან, რა პასუხისმგებლობასაც აკისრებს მათ კლუბი, რას ელის მათგან და რა სტანდარტებისას.

მეორე მხრივ, გასვლითი თამაშებში წელს კარგად გამოვიყურებით. რამდენიმე ასეთი რთული დაპირისპირება ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მათ შორის "სიტისთან” და "ტოტენჰემთან”. სწორედ მათთან მატჩები იქნება გადამწყვეტი”, - განუცხადა ფერგიუსონმა "მანიუს” ვებგვერდს.

* * *
შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ტურის მეორე მნიშვნელოვან დაპირისპირებას. გუნდებს ერთმანეთში აქამდე 160 შეხვედრა უთამაშიათ. იმის მიუხედავად, რომ "დეზებმა” მეტოქესთან დაპირისპირების ისტორიის პირველი ფურცლები ლამაზი ასოებით დაწერეს (3:0, 6:0), საერთო ჯამში უპირატესობას მაინც მერსისაიდელები ფლობენ. 48 წაგების წილ "წითლების” ანგარიშზე 73 მოგებაა.

საინტერესოა, რომ გუნდებს ერთმანეთში 135 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული და თანაც ყველა უმაღლესი ლიგის ეგიდით. იქნებოდა ეს პრემიერლიგამდე და ლიგის დაარსების შემდეგ. "ენფილდზე” "ტოტენჰემის” დაპირისპირებებს წარმატებულს ვერაფრით დავარქმევთ. ასე წარმოიდგინეთ, 1912-დან ვიდრე 1985-მდე მათ ლივერპულში ერთი მოგებაც არ ჰქონდათ. მას მერე კი ლონდონელთა ანგარიშზე 19 წაგება და 3 მოგებაა.

თუმცა ახლა ისტორია და სტატისტიკა აღარავის ახსოვს. გასული წლის 18 სექტემბერს "უაით ჰარტ ლეინზე” "ლივერპული” ძალიან მტკივნეულად დაეცა - 4:0. ოფიციალურ შეხვედრებში ამაზე მწარე მარცხი მათ არც არასოდეს უწვნევიათ. მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1935 წელს წააგეს ასეთივე სხვაობით - 5:1.

ბუნებრივია, რომ კენი დალგლიშის გუნდი სამაგიეროს გადასახდელად ემზადება. სრულფასოვანი რევანშის წინდაწინ დაგეგმვა ნამეტანი იქნებოდა და ეს ყველას ესმის. ვფიქრობთ, რომ "მეფე კენი” და მისი ბიჭები მინიმალურ მოგებასაც დაჰყაბულდებიან.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური
დღეს:
არსენალი-ბლექბერნი 17:00
დისკვალიფიკაცია: იაკუბუ (ბლექბერნი)
ტრავმა: ჯენკინსონი, უილშირი, გიბსი, სანტოსი, დიაბი - სალგადო, გრელა

ნორვიჩი-ბოლტონი 19:00
ტრავმა: უორდი, რუდი, ვონი - დევისი, ალონსო, გარდნერი, ლი, ჰოლდენი, მირსი, სტიუარტი

ქუინზ პარკი-ვულვერჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: ჰენრი (ვულვერჰემპტონი)
ტრავმა: გებიდონი, ფორლინი, დაიერი, ჰელგუსონი, ბოთროიდი, ბუჟაკი, კემპბელი - კრედოკი, ო’ჰარა, ზუბარი

სტოკ სიტი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: სიდიბე - კატერმოული, ვონი, ბრამბლი, გორდონი, ბენდტნერი, ანხელერი, კილგალონი, ბრაუნი

ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 19:00
ტრავმა: რიდი, შარნერი, ტომასი, ჯონსი, გერა, ბრანტი, ლონგი - ბოდე, ტეიტი

უიგანი-ევერტონი 19:00
ტრავმა: დი სანტო, ალკარასი, მელონი, კერკლანდი - დისტენი, კოულმენი, იაგიელკა, როდუელი

მანჩესტერ სიტი-ფულჰემი 21:30
დისკვალიფიკაცია: ბალოტელი (მანჩესტერ სიტი)
ტრავმა: - შვარცერი, გრიგერა, სიდუელი, დემბელე, ეტუჰუ, სა

ხვალ:
ნიუკასლი-ასტონ ვილა 17:30
დისკვალიფიკაცია: ბეიე (ასტონ ვილა)
ტრავმა: მარვო, ტეილორი, რეინჯერი, ამეობი, კოლოჩინი - ოლბრაიტონი, კოლინსი, ჰერდი, ჯენასი, ნ’ზოგბია

ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი 20:00
დისკვალიფიკაცია: კოული (ჩელსი)
ტრავმა: ლემპარდი, რამირესი, ტერი, მიკელი - კლევერლი, ჯონსი, ფლეტჩერი, რუნი, ლინდეგორი, ნანი, ვიდიჩი, ანდერსონი, იანგი, დე ხეა,

ზეგ:
ლივერპული-ტოტენჰემი 00:00
ტრავმა: ლეივა - გალასი, ჰადლსტოუნი, ლენონი, დეფო

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 23 17 3 3 60-19 54
2. იუნაიტედი 23 17 3 3 56-21 54
3. ტოტენჰემი 23 15 4 4 44-25 49
4. ჩელსი 23 12 6 5 41-26 42
5. ნიუკასლი 23 11 6 6 34-30 39
6. ლივერპული 23 10 8 5 28-21 38
7. არსენალი 23 11 4 8 39-33 37
8. სანდერლენდი 23 8 6 9 32-24 30
9. სტოკ სიტი 23 8 6 9 23-35 30
10. ევერტონი 23 8 5 10 23-26 29
11. ნორვიჩი 23 7 8 8 32-39 29
12. ასტონ ვილა 23 6 10 7 28-31 28
13. ფულჰემი 23 6 9 8 29-32 27
14. სუონსი 23 6 9 8 24-28 27
15. ვესტ ბრომვიჩი 23 7 5 11 23-32 26
16. ქუინზ პარკი 23 5 6 12 24-39 21
17. ბოლტონი 23 6 2 15 28-47 20
18. ბლექბერნი 23 4 6 13 33-47 18
19. ვულვერჰემპტონი 23 4 6 13 25-43 18
20. უიგანი 23 3 6 14 20-48 15

ბომბარდირები:
19 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 15 - დემბა ბა (ნიუკასლი), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 - იაკუბუ (ბლექბერნი), 11 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 10 - კლინტ დემპსი

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 544 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1