მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური: სუპერმატჩი
8:51 PM
ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური: სუპერმატჩი

კვირას საღამოს "სტემფორდ ბრიჯზე" სუპერმატჩი შედგა. მატჩამდე იყო ცნობილი, რომ "არისტოკრატებს" ჯონ ტერისა და ფრენკ ლემპარდის გარეშე მოუხდებოდათ თამაში. არ იყო დისკვალიფიცირებული ეშლი კოულიც. "ალისფერ ეშმაკებს" კი ეშლი იანგი და დავიდ დე ხეა დაუბრუნდნენ.

ჰოვარდ ვების მუშაობით "ეშმაკები" თავდაპირველად შეიძლება უკმაყოფილონიც დარჩენილიყვნენ, როცა ჯერ ეშლი იანგის, შემდეგ კი დენი უელბეკის წინააღმდეგ უხეში თამაში პენალტებად არ შეაფასა. ანგარიშის გახსნაში ხუან მატას ჯონი ევანსი და დავიდ დე ხეა დაეხმარნენ. საბოლოოდ გოლი ჩრდილოირლანდიელს "მიეწერა".

მეორე ნახევარი "ჩელსიმ" არნახულ ტემპში დაიწყო. მატამ ტორესის განივი გადაცემა დაუმუშავებლად დასცხო. დე ხეას აღების შანსი არ ჰქონდა. იქვე დავიდ ლუისმა თავით ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონი ასე არ ფიქრობდა. რუნის საპენალტო დუბლისა და ერნანდესის თავურით მატჩი 3:3 დასრულდა.

* * *
"არსენალს" გულშემატკივრებმა თამაშამდე პრაქტიკულად ობსტრუქცია მოუწყვეს. ისინი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ - 2004 წლის შემდეგ გუნდს აღარაფერი მოუგია. "მეთოფეთა" ფანების ვნებებს კაცნაკლულ "ბლექბერნთან" მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვებაც ვერ დააოკებს. ფანებმა ეს სტადიონზევე დაამტკიცეს. გოლების წვიმის მიუხედავად, საფინალო სასტვენისას "ემირიტსზე" მაყურებელი საკმაოდ შეთხელებული იყო.

არსენ ვენგერს ალბათ მშვენივრად ესმოდა, რომ სტუმართა ნახევარდაცვა მის გუნდს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდა, რათა ჯუნიორ ჰოილეტსა და დევიდ დანს თავისი თამაში არ ეპოვნათ. საუკეთესო საშუალება მეტოქის გასატეხად კი სწრაფი გოლია. ყველაფერი ისე მოხდა, თითქოს სცენარი წინასწარ ყოფილიყოს დაწერილი. სტუმართა დაცვამ ცუდად ითამაშა, რითაც კოკლენმა ისარგებლა და ტეო უოლკოტს ფლანგზე დაუგორა. ამ უკანასკნელმა ბურთი ცენტში რობინ ვან პერსის ფეხზე დაასვა - 1:0.

ბლექბერნელებმა ნოკდაუნიდან გამოსვლას დიდი დრო მოანდომეს, მაგრამ გამოსვლით კი ძალიან ეფექტურად გამოვიდნენ - მორტენ გამსტ-პედერსენმა 23-24 მეტრიდან ეფექტური საჯარიმო გაიტანა. მასპინძლებმა მეორე გოლი ხუთ წუთში იმავე სტილში გაიტანეს, რითიც ანგარიში გახსნეს. განსხვავება ის იყო, რომ უოლკოტს პასი სიღრმიდან კოკლენის ნაცვლად სონგმა გაუკეთა. დაგვირგვინება ისევ ვან პერსის იყო - 2:1.

ზუსტად ორ წუთში კი ვან პერსიმ ასისტენტობა ითავა და ოქსლეიდ-ჩემბერლენი პოლ რობინსონს პირისპირ შეატოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გოლკიპერი იოლად მოატყუა და პროფესიული კარიერის პირველი გოლი ცარიელ კარში გაიტანა. თითქოს უბედურება იქამდე არ ჰყოფნიდა, სტივ კინსა და "ბლექბერნს" ახლა გაელ ჟივემ უღალატა. ვან პერსის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო ანდრე მარინერმა ფრანგს წითელი ბარათი უჩვენა. მატჩის ბედი იქვე გადაწყდა.

საბოლოოდ 18 წლის ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დუბლი მიითვალა. სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა ტეო უოლკოტმა. შეხვედრის მიწურულს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად მინდორზე გამოსულმა ტიერი ანრიმ და ვან პერსიმ სწრაფ კონტრშეტევაზე მეტოქეებს თავბრუ დაახვიეს. ჰოლანდიელმა "მეთოფეთა" ლეგენდას საგოლე პასი "ლანგრით მიართვა". ამისთვის ფრანგი ვეტერანი მეგობარს მადლობას ალბათ ძალიან დიდხანს ეუბნებოდა, როცა აღსანიშნავად გადაეხვია.

* * *
წინა ტურში რობერტო მანჩინიმ დევიდ მოიესთან და მის "ევერტონთან" წააგო. ამჯერად მას მარტინ იოლი დაუპირისპირდა, მწვრთნელი ვისაც "ტოტენჰემში" მუშაობისას "ქალაქელებთან" ბოლო 7-დან 6 თამაში ჰქონდა მოგებული. უშუალოდ "ფულჰემს" კი 2004 წლიდან მოყოლებული "ეტიჰადზე" 8 შეხვედრაში მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა (2006/07 სეზონი 3:1).

მატჩი ისე დაიწყო, როგორც ველოდით - "სიტის" შეტევებით. მასპინძლებმა საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს მეტოქეს, ვისაც მხოლოდ თავდაცვისთვისღა ეცალა. ანგარიშის გახსნა მე-3 წუთზე ედინ ჯეკოს შეეძლო, თუმცა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელებული მარკ შვარცერი დარტყმას იოლად გაუმკლავდა.

ზეწოლა სტუმართა კარზე სულ უფრო იზრდებოდა. თითქოს გოლიც მწიფდებოდა. ასეც მოხდა, თუმცა... არბიტრმა მაიკ დინმა, ჩვენი აზრით, პენალტი შეცდომით დანიშნა. მე-10 წუთზე ადამ ჯონსონმა კრის ბეირდთან ბრძოლისას ფეხი აშკარად თავისივე ინიციატივით ჩატოვა, თანაც ვარდნა იქამდე დაიწყო, ვიდრე მეტოქეს შეეხებოდა. რაც არის, არის. თერთმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სერხიო აგუერომ აუღელვებლად გაიტანა - 1:0.

ზუსტად 20 წუთში ბეირდის მარჯვენა ფეხი მეორედ მოექცა ყურადღების ცენტრში. მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი აგუერომ ადამ ჯონსონს დაუგდო. უკანასკნელმა კარის ხაზის წინ ჩაწოდება სცადა, მაგრამ ვინ აცალა? ბეირდმა ფეხი დაუხვედრა და ბედშავი შვარცერი მოძრაობაზე დაიჭირა. ორი წუთიც არ იყო გასული, რომ დინმა "ფულჰემი" დაინდო. არადა ეტუჰუმ დავიდ სილვას წინააღმდეგ ბევრად უფრო უხეშად დაარღვია თამაშის წესი ვიდრე ბეირმა ჯონსონის.

რას ვიზამთ? მიშელ პლატინის თქმით ხომ, მსაჯის შეცდომები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და მას "გარკვეულწილად ალამაზებს კიდეც". 34-ე წუთზე თანაგუნდელის მსგავსად შვარცერი ფილიპ სენდეროსმაც გაწირა, მაგრამ მეკარეს ამჯერად ბედმა გაუღიმა და აიღო ეს ბურთი.

მეორე ნახევარში თოვამ იმატა. დრო და დრო სტადიონის თანამშრომლები გამოდიოდნენ ხოლმე და მთელ მოედანს ბუნებრივია ვერა, მაგრამ ხაზებს კი ასუფთავებდნენ, რათა ასეთუ ისე შესაძლებელი ყოფილიყო ფეხბურთის თამაში. მარტინ იოლმა გუნდს შეცვლებითაც ვერაფერი უშველა. პირიქით, სტუმართა შეტევების გასაძლიერებლად შემოსულ ბრაიან რუისს 2 წუთიც არ დასცალდა, რომ მისმა გუნდმა მესამე გოლიც მიიღო.

სერხიო აგუერო საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და მცველები თან გაიყოლა. ედინ ჯეკოს თავი მარტოსულად რომ არ ეგრძნო სერხიომ ბურთი მას დაუგორა. 4 მეტრიდან გოლის გატანა ბოსნიელს აღარ გასჭირვებია - 3:0.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური
არსენალი-ბლექბერნი 7:1
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - კოშელნი (68. სანია), მერტეზაკერი, ვერმალენი, კოკლენი - არტეტა, სონგი (72. ბენაიუნი) - როსიცკი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68. ანრი), უოლკოტი - ვან პერსი
ბლექბერნი (4-2-3-1): რობინსონი - დანი, ჟივე, მ. ოლსონი, ლოუი (36. ორი) - ნ’ზონზი, პეტროვიჩი - გამსტ-პედერსენი, დ. დანი (46. ჰენლი), ჰოილეტი - მოდესტე
გოლები: 1:0 ვან პერსი (2), 1:1 გამსტ პედერსენი (32), 2:1 ვან პერსი (38), 3:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (40), 4:1 არტეტა (51), 5:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (54), 6:1 ვან პერსი (62), 7:1 ანრი (90)
გაფრთხილება: კოშელნი, ვერმალენი - მოდესტე, ნ’ზონზი, მ. ოლსონი
გაძევება: ჟივე 43 (ბლექბერნი)
კუთხური: 11-1, ჯარიმა: 11-16, თამაშგარე: 3:1 კარში დარტყმა: 19-5(8-2), ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 59 643

ნორვიჩი-ბოლტონი 2:0
ნორვიჩი (4-4-2): რადი - დრური, უითბრედი (40. ბენეტი), ნაუტონი, აიალა (23. მარტინი) - სარმენი, პიკლინგტონი, ჯექსონი (74. მორისონი), ფოქსი - ჰოლტი, ჰულაჰანი
ბოლტონი (4-4-1-1): ბოგდანი - ნაიტი, ს. რიკეტსი, უიტერი, მირსი - მუამბა (57. კ. დევისი), იგლზი (73. ტუნჩაი შანლი), პეტროვი, რეო-კოკერი - მ. დევისი, ნ’გოგი (82. სორდელი)
გოლები: 1:0 სარმენი (69), 2:0 პიკლინგტონი (85)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კუთხური: 4-7, ჯარიმა: 6-10, თამაშგარე: 3:2 კარში დარტყმა: 24-13(6-2), ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 26 358

ქუინზ პარკი-ვულვერჰემპტონი 1:2
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ლ. იანგი (65. ჰოლი), ტაივო, ფერდინანდი, ონუოჰა - დერი (65. ტრაორე), ბარტონი, რაიტ-ფილიპსი, ტაარაბტი - ჯ. სისე, ზამორა (74. ჰალსი)
ვულვერჰემპტონი (4-4-1-1): ჰენესი - სტირმენი (47. დოილი), რ. ჯონსონი, კ. ფოლი, ბასონგი, უორდი - დ. ედვარდსი, ფრიმპონგი (24. ებანკს-ბლეიკი), ჯარვისი, ო’ჰარა (87. მილიაში), ს. ფლეტჩერი
გოლები: 1:0 ზამორა (16), 1:1 ჯერვისი (46), 1:2 დოილი (71)
გაფრთხილება: - რ. ჯონსონი, ს. ფლეტჩერი, ბასონგი
გაძევება: ჯ. სისე 34 (ქუინზ პარკი)
კუთხური: 7-3, ჯარიმა: 9-13, თამაშგარე: 0:2 კარში დარტყმა: 13-13(6-5), ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 17 351

სტოკ სიტი-სანდერლენდი 0:1
სტოკ სიტი (4-4-2): სორენსენი - ჰუთი, შოუკროსი, უილკინსონი (85. შოტონი), დელაპი - უილანი, პენანტი (46. ვუდგეიტი), უილსონი, უოლტერსი - კრაუჩი, კემერონი (40. ფულერი)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ტერნერი, ოში, ბერდსლი, რიჩარდსონი - კოლბეკი, მაკლინი, ს. ლარსონი, კ. გარდნერი - სესინიონი, მეილერი (85. ელ. მუჰამადი)
გოლი: 0:1 მაკლინი (60)
გაფრთხილება: - ოში
გაძევება: ჰუთი 45 (სტოკ სიტი)
კუთხური: 5-5, ჯარიმა: 11-7, თამაშგარე: 0:2 კარში დარტყმა: 9-6(3-1), ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 27 717

ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 1:2
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - მაკაული, ო. ოლსონი, შორი, დორანსი (71. კოქსი), მორისონი, მულუმბუ (64. შარნერი), რიდი, ტომასი (72. ტჩოი) - ფორჩუნი, ოდემვინგე
სუონსი (4-3-3): ვორმი - კოლკერი, რანხელი, ნ. ტეილორი, უილიამსი, ბრიტონი, დაიერი (88. რუტლეჯი), სიგურდსონი, სინკლერი, ალენი, გრემი
გოლები: 1:0 ფორჩუნი (54), 1:1 სიგურდსონი (55), 1:2 გრემი (59)
გაფრთხილება: მორისონი, შორი - ბრიტონი
კუთხური: 8-7, ჯარიმა: 12-5, თამაშგარე: 2:2 კარში დარტყმა: 21-16(7-2), ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 24 274

უიგანი-ევერტონი 1:1
უიგანი (4-2-3-1): ალ-ჰაბსი - ბოსი, ფიგეროა, კოდუელი, სტამი (65. დ. ჯონსი) - ბოსეჟური, მაკარტური, მაკარტი, გომესი (65. როდალიეგა), მოზესი, დი სანტო (69. კრუსატი)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - დისტენი, ჰეიტინგა, ბეინსი, ჰიბერტი (81. ანიჩებე) - ფელაინი, გიბსონი, პიენაარი, დონოვანი - ტ. კეჰილი (46. ფ. ნევილი), სტრაკუალურსი (60. იელავიჩი)
გოლები: 1:0 ფ. ნევილი (76) ს.კ-ში, 1:1 ანიჩებე (83)
გაფრთხილება: მაკარტური, ფიგეროა -
კუთხური: 4-3, ჯარიმა: 14-13, თამაშგარე: 2:6 კარში დარტყმა: 12-10(2-4), ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 18 340

მანჩესტერ სიტი-ფულჰემი 3:0
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - ლესკოტი, სავიჩი, კოლაროვი, რიჩარდსი - ნასრი (55. მილნერი), ბერი - დ. სილვა, ა. ჯონსონი (90. დ. პისარო), აგუერო (80. დე იონგი) - ჯეკო
ფულჰემი (4-2-3-1): შვარცერი - ჰანგელანდი, სენდეროსი (73. რიისე), ბეირდი, კელი - ეტუჰუ (68. რუისი), მერფი - ს. დევისი, დაფი, დემბელე (85. გეცოვი) - დემპსი
გოლები: 1:0 აგუერო (10) პენ, 2:0 ბეირდი (30) ს.კ-ში, 3:0 ჯეკო (72)
გაფრთხილება: კოლაროვი - სენდეროსი, დემბელე, ბეირდი
კუთხური: 4-6, ჯარიმა: 10-7, თამაშგარე: 1:1 კარში დარტყმა: 16-13(4-5), ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 46 963

ნიუკასლი-ასტონ ვილა 2:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი, სიმპსონი - პერჩი, რ. ტეილორი (34. ობერტანი), გატრი, ხონასი - ბა (90. ამეობი), ბესტი (14. პ. სისე)
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - რ. დანი, კუელიარი, უორნოკი, ჰატონი - კლარკი (84. გ. გარდნერი), ს. პეტროვი, აირლანდი (46. ბენანი), ნ’ზოგბია (66. ჰესკი), კინი, ბენტი
გოლები: 1:0 ბა (30), 1:1 კინი (45), 2:1 პ. სისე (71)
გაფრთხილება: სიმპსონი - დანი, ბენტი
კუთხური: 4-4, ჯარიმა: 6-11, თამაშგარე: 2:3 კარში დარტყმა: 18-14(3-7), ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 48 569

ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:3
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ბოსინგვა - ესიენი, მეირელეში - მალუდა, მატა, სტარიჯი (70. რომეუ) - ტორესი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი (64. სქოულზი), ევანსი, ფერდინანდი, ევრა, გიგზი, კერიკი, ვალენსია, იანგი (53. ერნანდესი) - უელბეკი (85. პარკი), რუნი
გოლები: 1:0 ევანსი (36) ს.კ-ში, 2:0 მატა (46), 3:0 ლუისი (51), 3:1 რუნი (58), 3:2 რუნი (69), 3:3 ერნანდესი (84)
გაფრთხილება: ტორესი, ივანოვიჩი - ევრა
კუთხური: 6-6, ჯარიმა: 16-15, თამაშგარე: 0:4 კარში დარტყმა: 20-16(8-9), ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 41 668

დღეს:
ლივერპული-ტოტენჰემი 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 24 18 3 3 63-19 57
2. იუნაიტედი 24 17 4 3 59-24 55
3. ტოტენჰემი 23 15 4 4 44-25 49
4. ჩელსი 24 12 7 5 44-29 43
5. ნიუკასლი 24 12 6 6 36-31 42
6. არსენალი 24 12 4 8 46-34 40
7. ლივერპული 23 10 8 5 28-21 38
8. სანდერლენდი 24 9 6 9 33-24 33
9. ნორვიჩი 24 8 8 8 34-39 32
10. სუონსი 24 7 9 8 26-29 30
11. ევერტონი 24 8 6 10 24-27 30
12. სტოკ სიტი 24 8 6 10 23-36 30
13. ასტონ ვილა 24 6 10 8 29-33 28
14. ფულჰემი 24 6 9 9 29-35 27
15. ვესტ ბრომვიჩი 24 7 5 12 24-34 26
16. ქუინზ პარკი 24 5 6 13 25-41 21
17. ვულვზი 24 5 6 13 27-44 21
18. ბოლტონი 24 6 2 16 28-49 20
19. ბლექბერნი 24 4 6 14 34-54 18
20. უიგანი 24 3 7 14 21-49 16

ბომბარდირები
22 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 16-16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი), 15 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12-12 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური
11 თებერვალი: მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული, ბლექბერნი-ქუინზ პარკი, ბოლტონი-უიგანი, ევერტონი-ჩელსი, ფულჰემი-სტოკ სიტი, სანდერლენდი-არსენალი, სუონსი-ნორვიჩი, ტოტენჰემი-ნიუკასლი
12 თებერვალი: ვულვერჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 571 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1