მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » იბრაჰიმოვიჩი: "ტურამი + პიკე + კანავარო + პუიოლი = ტიაგო სილვა"
10:31 PM
იბრაჰიმოვიჩი: "ტურამი + პიკე + კანავარო + პუიოლი = ტიაგო სილვა"

იბრაჰიმოვიჩი: "ტურამი + პიკე + კანავარო + პუიოლი = ტიაგო სილვა"

პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა ინტერვიუ ჩამოართვა "მილანის" შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს. იბრაჰიმოვიჩს მის ავტობიოგრაფიულ წიგნზე, iPad-ის ახალ აპლიკაციაზე, რომელსაც "მე ვარ ზლატანი" ჰქვია და სხვა მრავალ თემაზე ესაუბრნენ.

- საიდან მოგივიდათ იდეა, რომ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოგეშვათ?
- ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით შვედეთში ჩემს შესახებ უფრო მეტის გაგება სრუდათ, მათ კითხვები ჰქონდათ, ამიტომ ჩემი ავტობიუგრაფიული წიგნი გამოვუშვი. მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებდი, ამიტომ წიგნის გამოშვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან თუ რამეს ერთხელ ვიტყვი, მას მეორეჯერ აღარ გავიმეორებ. ხალხმა ამ წინგნის მეშვეობით ჩემს პიროვნებაზეც ძალიან ბევრი გაიგო.

- თქვენ გამოუშვით აპლიკაცია, საიდანაც უფრო კარგად გაიგებენ, საიდან ხართ, საიდან მოდიხართ, პრაქტიკულად ბევრ რაღაცას გაიგებს თქვენს მშობლიურ უბან როსენგარდზე.
- ვფიქრობ, ეს ნამდვილად მაგარია რამაა, რადგან ერთია, როცა კითხულობ და მეორე, როცა ხედავ. და ახლა ამ აპლიკაციაში ორივე ერთად გვაქვს, ამრიგად მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მაგარია. როცა ვკითხულობ, ვისურვებდი, რომ მასთან ერთად ფოტოებიც იყოს. მაგალითად, მუჰამედ ალიზე ბევრი რამ გავიგე ისე, რომ არაფერი წამიკითხავს.

- თქვენ შვედეთისა და როსენგარდის სიამაყე ხართ, ამრიგად, თავი შვედეთის ელჩად ხომ არ მიგაჩნიათ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ან სერია ა-ს დიდ მატჩებში თამაშობთ?
- სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მახსოვს, საიდან მოვდივარ, მე შვედეთის წარმომადგენელი ვარ. ვიმედოვნებ, თამაშს გავაგრძელებ და კარგად ვითამაშებ, რადგან შვედეთში 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. როცა მეკითხებიან, თუ სადაური ვარ, მე მათ ვპასუხობ, რომ შვედი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით სხვა ქვეყნიდან ვარ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და იმედი მაქვს, რომ ვაკეთებ იმას, რაც შვედეთში ყოველთვის დაამახსოვრდებათ.

- ოთხშაბათის დიდი შეკითხვა: იყიდა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თქვენი სადილი?
- არა, ეს უფასოა! ეს მესამე არჩევანი იყო, რადგან მან მითხრა, რომ მისთვის უნდა მეყიდა სადილი, მე კი ვუთხარი, რომ პირიქით მე უნდა მეყიდა მისგან, ხოლო ბოლოს ვთქვი, შეგვიძლია ეს უფასოდაც მოვახერხოთ. ამრიგად, უფასოა.

- მაგრამ თქვენ ეს იმიტომ თქვით, რომ მას უფრო ბევრი რამ აქვს მოგებული, ამრიგად თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, უყიდით სადილს?
- პირობას გაძლევთ, ამის შემდეგ მას დიდ სადილზე დავპატიჟებ.

- როგორი განწყობა სუფევს "მილანელოზე" ოთხშაბათის შემდეგ, რადგან ნათელია, რომ ეს დიდი გამარჯვება იყო?
- კარგი განწყობაა. რა თქმა უნდა, ყველა გახარებულია, ჩვენ ვიბრძოლეთ - სინამდვილეში არც გვიბრძოლია. "არსენალთან" მატჩამდე რამდენიმე ნეგატიური შედეგიც გვქონდა, ჩვენ "იუვენტუსთან" და "ლაციოსთან" დავმარცხდით. როდესაც დიდი გუნდი გყავს, მაშინ შენგან ყოველთის გამარჯვება ელიან. გუნდში პოზიტიურ განწყობა სუფევს, ერთ მატჩს ყველაფრის შეცვლა შეუძლია; შესაძლოა სიტუაცია კარგიდან ცუდში გადაიზარდოს და შემდეგ - "ვაუ"-ში. მაგრამ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ, რადგან იმ კლუბში ვთამაშობთ, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი გამოცდილი მოთამაშე თამაშობს.

- თქვენს გარდა "არსენალის" წინააღმდეგ გოლები რობინიომ და კევინ-პრინც ბოატენგმა გაიტანეს. გაგიკვირდათ ის, რომ "მეთოფეები" ოთხი ბურთის სხვაობით დაამარცხეთ?
- არა, ეს ადვილი სულაც არ ყოფილა. ყველა ამბობს, რომ ადვილი გამარჯვება იყო, რადგან მეტოქეს 4-0 მოვუგეთ. ამის შემდეგ ისინი იძახიან, რომ ასეთ შედეგს არ მოელოდნენ, მაგრამ, როდესაც შენ თვითონ თამაშობ, გამარჯვება ადვილი სულაც არაა. არავინ მოელოდა ასეთ შედეგს, მაგრამ ჩვენ მოედანზე ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულნი გავედით და ვიცოდით, თუ რა გვინდოდა. როდესაც ანგარიში 1-0 ან 2-0-ია, მაშინ შეგიძლია დაისვენო, მაგრამ ჩვენ კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. ჩვენმა ძრავამ კარგად იმუშავა და სავარაუდოდ, სეზონის ყველაზე კარგი მატჩიც ჩავატარეთ. წელიწადნახევარია, რაც ამ გუნდში ვთამაშობ და როგორც გუნდმა, "არსენალთან" საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.
ზოგჯერ გაქვს ისეთი დღეები, როდესაც ყველაფერი ისე მიდის, როგორც გსურს და შემდეგ საუბარი ადვილია. ამიტომ, როცა კარგად ვთამაშობ, ბევრს არ ვსაუბრობ, მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ცუდად მიგდის საქმეები, ამ დროს კარგად ჩანს პიროვნების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. როდესაც იგებ, ცეკვა ყველას შეუძლია, მაგრამ მაშინაც უნდა ვიცეკვოთ, როცა ვაგებთ. ამ დროს ჩანს, როგორი ხასიათი გაქვს.

- როდესაც "მალმოში" თამაშობდით, 2000 წელს ვენგერი თქვენს შეძენას ცდილობდა. რა მოხდა? რატომ არ გადახვედით "არსენალში"?
- ორი განსხვავებული ვერსია არსებობს, რადგან, როდესაც "მალმოში" ვთამაშობდი, ჩემით ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული. საქმე სერიოზულად იყო, ისინი ჩემს სანახავად ჩამოვიდნენ და ჩემი შეძენა სურდათ, მაგრამ იყვნენ სკაუტები, რომლებიც მე მაკვირდებოდნენ. "არსენალიდან" მომაკითხეს და მითხრეს, რომ ისინი ჩემით იყვნენ დაინტერესებულები, როდესაც ინგლისში ჩავედი, მე ვენგერზე შთაბეჭდილება უნდა მომეხდინა, უნდა მეჩვენებინა, ვთამაშობდი თუ არა კარგად და როგორი ფეხბურთელი ვიყავი. ეს გამოცდას ჰგავდა. მე კი ვთქვი: "აქ გამოცდის ჩასაბარებლად არ მოვსულვარ. მითხარით, ჩემით დაინტერესებულნი ხართ თუ არა." ამიტომ აზრი შევიცვალე.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ის არ იყო დარწმუნებული, სურდა თუ არა თქვენი შეძენა?
- არ ვიცი. მაგრამ ეს იმას მიაგავს, რომ ფეხბურთელს არ იცნობ. ფეხბურთელის შეძენა ან უნდა გსურდეს, ან - არა. როდესაც მოთამაშე გამოცდის ჩასაბარებლად მიდის, ის თავის პლიუსებს კარგავს. უპირატესობა მაშინ გაქვს, როდესაც გუნდს შენი შეძენა ნამდვილად სურს, გამოცდა ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 2-3 დღე გაქვს. გუნდში ცუდი სიტუაცია ნამდვილად არ იყო, მაგრამ შემოთავაზება არ გახლდათ მყარი. როდესაც გუნდში გადადიხარ უნდა გიხაროდეს, ასევე გუნდს უნდა უხაროდეს შენი იქ გადასვლა. ამის შემდეგ ასეთი ამბავი გავიგე - არ ვიცი მართალია თუ არა - ვენგერმა თქვა, რომ ჩემი "არსენალში" გადასვლის შანსები არსებობდა. მაგრამ არ ვიცი. ჩემთვის, ეს უფრო გამოცდას ნიშნავდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ძალიან გახარებული ვარ.

- ახლა "არსენალს" შეტევაში რობინ ვან პერსი ყავს, რომლისგანაც "მილანთან" კარგ თამაშს მოელოდნენ, მაგრამ "როსონერის" ბრწინვალე დაცვა ყავს.
- ვფიქრობ, მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენს გუნდში მსოფლიოში საუკეთესო მცველი თამაშობს, რომლის სახელიც ტიაგო სილვაა. შესაძლოა, დღეს მას ყველა კარგად არ იცნობს, მაგრამ დამიჯერეთ მე... ბევრ მცველთან ერთად მითამაშია: ტურამთან, კანავაროსთან, პიკესთან, პუიოლთან, მაგრამ ტიაგო სილვა ყველას ერთად უდრის. ის კომპაქტურია, აქვს ყველაფერი, რაც მცველს სჭირდება, ის ფსიქოლოგიურად ძლიერია და ახლა გუნდის ლიდერად ყალიბდება. მას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, რაც უფრო უკეთესს ხდის. ის მსოფლიოში საუკეთესო მცელია.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვან პერსი ცუდი ფეხბურთელია, ის ბრყინვალეა, მას ინგლისის ჩემპიონატში ბევრი კარგი რამ გაუკეთებია და ახლა იქ ბომბარდირია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, როცა დაეცემი, უნდა ადგე და განაგრძო.

- დღეს პრესაში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ვან პერსიმ "არსენალი" დატოვოს და სათამაშოდ იტალიაში გადავიდეს. არის ის ის ფეხბურთელი, რომელსაც "მილანში" ისურვებდით?
- ჩემი გუნდის თავდამსხმელებით კმაყოფილი ვარ. მე ჩემს გუნდზე უნდა ვისაუბრო. მომავალში შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს, მაგალითად, შესაძლებელია ტევესი ჩვენთან გადმოვიდეს. ტევესი ჩვენი მოთამაშე არ არის, ამიტომ ვერ ვიტყვი, რა უნდა გააკეთოს მან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არგენტინელი "მილანში" კარგად ითამაშებს. დღეს ძალიან მიხარია, რომ ვთამაშობ იმ ფეხბურთელების გვერდით, რომლებიც ჩემს გუნდში თამაშობენ. დარწმუნებული ვარ, ვან პერსი სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან კარგად ითამაშებს, რომელ გუნდშიც არ უნდა გადავიდეს, ყველგან დიდი ფეხბურთელი იქნება. ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, თუ რა სურს მას. პირადად, მე მას არ ვიცნობ, ამიტომ მას ვერ ვეტყვი, სად უნდა წავიდეს, მან უკეთ იცის, რა უნდა ქნას. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა შენი წელი რამდენიმე წელია გამარჯვებებს ვერ აღწევს, გინდება რომ მოიგო. და თუ ეს არ გინდა, მაშინ არცერთი გუნდი არ მიგიღებს!

- რაზე ესაუბრეთ ტიერი ანრის მატჩის შემდეგ? თქვენ დიდი ხანი ხუმრობდით და იცინოდით.
- ის ჩემი დიდი მეგობარია, "ბარსელონაში" ერთი წლის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით და ფანტასტიური დრო იყო. ადამიანები ყოველთის როგორც ფეხბურთელს, ისე გიყურებენ, ისინი როგორც პიროვნებას არ გიყურებენ და ისე გსჯიან, რომ არც კი გიცნობენ. მაგრამ მე ვიცნობ ტიერი ანრის და ვიცი, რა აქვს გაკეთებული ფეხბურთისათვის - მას ფეხბურთის ისტორიაში თავისი წვლილი მიუძღვის - ის ბრწყინვალე პიროვნებაა. ჩვენ "ბარსელონაში" გატარებულ დროზე ვსაუბრობდით და ვიცინოდით. კარგი მომენტი იყო, რადგან ტიერი დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ მყავდა. კარგად ვიხუმრეთ და გამიხარდა, რომ ერთმანეთი ვნახეთ.

- ის ახლა ამერიკის ჩემპიონატში წავიდა. შესაძლებელია თუ არა, მომავალში წახვიდეთ ამერიკის ან ინგლისის ჩემპიონატში? თქვენით ადრე "მანჩესტერ სიტი" იყო დაინტერესებული.
- დღეს ხალხი ერთ რამეს ამბობს და ორ წელიწადში სხვას იტყვის. მახსოვს ჰენრიკ ლარსონი. მან თქვა, რომ მწვრთნელი არასოდეს გახდებოდა, მაგრამ ახლა ის მწვრთნელია. და მეც იგივეს ვამბობ, რომ არასოდეს გავხდები მწვრთნელი, თუმცა არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. არც ის ვიცი, ვიქნები თუ არა ამ ქვეყანაზე კიდევ ორი წლით. რა მოხდება, მოხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკის ჩემპიონატის წინააღმდეგი ვარ.

- თქვენ უკვე ზედიზედ 8 წელია ჩემპიონი ხდებით. გგვრით თუ არა ეს სიამაყის გრძნობას, მითუმეტეს, რომ ტიტულის მოგებაში თქვენ დიდ როლს ასრულებთ?
- მე გამარჯვებები ყველა წელს მსურს, ამისთვის ვიბრძვი და შემიძლია. მე ყოველთვის ვამბობ, იმისთვის არ ვიმარჯვებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მივიღო, მე ვიგებ, რადგან საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ. მათ გარეშე ვერაფერს იზამ, მარტო ვერაფერს გააწყობ. ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ასეთი დიდებული მოთამაშეების გვერდით მომიწია თამაში, მათ გარეშე 18 ტიტულს ვერ მოვიგებდი.

- თქვენ გასულ თვეში განაცხადეთ, რომ "იუვენტუსი" უფრო ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს ამ სეზონში. რა განსხვავებებია წელს გასულ სეზონთან შედარებით?
- ვფიქრობ, როცა გასულ სეზონში ცუდად ვთამაშობდით, საჭირო ქულებს მაინც ვიღებდით. თუ წელს ცუდად ვთამაშობთ, მაშინ მატჩებს ვაგებთ კიდეც, თუ ცუდად თამაშის დროს ქულას მაინც იღებ, ან მოიგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი დონის ხარ. წელს ცუდი თამაშის გამო მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. გუნდის რამდენიმე მოთამაშემ უცნაური ტრავმა მიიღო, მაგალითად, ანტონიო კასანომ, მაგრამ "არსენალთან" მატჩისთვის ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ. ვფიქრობ, "იუვენტუსი" კარგად თამაშობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ კვირაში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება უწევთ და ჩვენ - სამის. ეს დიდი განსხვავებაა.

- კასანომაც და გატუზომაც ძალიან უცნაური ტრავმები მიიღეს. ორივე ფეხბურთელს ძალიან დიდი მახასიათებლები გააჩნიათ. მათ არყოფნაში, რა გაკლიათ?
- ვფიქრობ, იმის შემდეგ, რაც მოხდა, კასანოს თავში ფიქრები შეიცვალა. როდესაც მას ასეთ რამ დაემართა, მთელი გუნდი გვერდში დაუდგა და შესაძლოა, ის ამას არც ელოდა. არ ვიცი, ის რას ფიქრობს, მაგრამ ის მიხვდა, რომ გუნდს მისი გამოჯანმრთელება ძალიან სურს, ის დადებითი პიროვნებაა.
გატუზოც ლიდერია. ის ჩვენი კაპიტანია. მის გამო ძალიან ვწუხვართ, რადგან მას ისეთი რამ მოუვიდა, რომელიც წესით ფეხბურთში არ ხდება. მადლობა ექიმებს, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დაბრუნდებიან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კასანოს ვერ ვნახულობდი, რადგან მას არავის ნახვა შეეძლო, მას დასვენება ჭირდებოდა. რაც შეეხება გატუზოს, ის გუნდში იყო ყოველთვის და გვამხნევებდა.

- რას იტყვით თქვენს მწვრთნელზე - მასიმილიანო ალეგრიზე?
- ვფიქრობ, ის დამწყებია და წინ კიდევ დიდი დრო აქვს. მან სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას მხოლოდ კარიერის დასაწყისი უდგას. არიან მწვრთნელები, რომლებსაც დიდ კლუბებში გადასვლისათვის დიდი ხანი დაჭირდათ, მაგრამ ალეგრის ამისთვის დიდი ხანი არ დასჭირვებია. ის ახალბედაა, მაგრამ ძალიან მაღალი დონის, თუ ჩემპიონატს იგებ, კარგი მწვრთნელი ხარ. ადვილი არ არის იტალიური კლუბის გაწვრთნა, განსაკუთრებით იტალიაში. მახსოვს, ჟოზე მაურინიომ თქვა, რომ ინგლისში უფრო ადვილია მწვრთნელობა, ვიდრე - იტალიაში, რადგან ინგლისში 20 წელი შეგიძლია იმუშაო ისე, რომ ვერაფერი მოიგო, ხოლო იტალიაში კი შეიძლება სამ თვეში გაგიშვან სამუშაოდან.

- ხომ არ ღიზიანდებით, როცა გაკრიტიკებენ?
- ვფიქრობ, ეს თამაშის ნაწილია. ყველაფერი სამოთხეს არ გავს. ხალხი შენგან ბევრს მოელის და შენც მაღალ დონეზე უნდა იასპარეზო, ისინი ამას ელიან. კრიტიკა უფრო მეტ მოტივაცია მმატებს, როცა მაქებენ - ეს ემოციას არ მგვრის, წაკითხვა ადვილია. თუ ვიღაც გაკრიტიკებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოუმატო და უკეთესად ითამაშო.

- ნათელია, რომ პეპ გუარდიოლასთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ. თუ მომავლში მოგეცემათ საშუალება იმისა, რომ მასთან ერთად იმუშაოთ, რას იზამთ?
- ახლანდელი სიტუაციით - არა. პასუხები არ მაქვს იმაზე, თუ რა მოხდა. ის ცუდი მწვრთნელი არაა, როცა გამოკითხვაში მონაწილეობა უნდა მიმეღო, ხმა მას მივეცი. მე ხმა მას მივეცი, რადგან მწვრთნელი და პიროვნება განსხვავებული რამაა. როგორც მწვრთნელი, ის ბრწყინვალეა, რადგან ყველა ტიტული მოიგო და "ბარსელონას" თავკაცია. არასოდეს თქვა არასოდეს, რადგან ხალხი თუ დღეს არას იტყვის, ხვალ შეიძლება კი თქვას. კითხვა ესაა: იმუშავებს ის ჩემთან ერთად?

- თქვენ ერთხელ განაცხადეთ, რომ არ გსურდათ თქვენი რომელიმე ვაჟი, მაქსი ან ვისენტე ფეხბურთელი გამოსულიყო, რადგან ოჯახში საუკეთესოობა თქვენ გსურთ. როგორ მიდის საქმეები?
- გუშინ მაქსიმ თქვა, რომ ჩემთან ერთად ვარჯიში სურს, ამიტომ ბურთი ცოტა ხნით მივეცი, ნამდვილად არ მსურდა მისთვის ბურთი მიმეცა, რადგან არ მინდა, რომ ითამაშოს! მათ შეუძლიათ გამოვიდნენ ისინი, ვინც სურთ - რაც მოხდება, მოხდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ისინი 18 წლის გახდებიან, იქამდე დისციპლინა და პატივისცემა ვასწავლო, შემდეგ კი იმას გააკეთებენ, რაც სურთ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 643 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1