მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ჰარი რედნაპმა ლონდონის "ტოტენჰემსა" და ინგლისის ნაკრებში მუშაობის შეთავსება გამორიცხა
11:50 PM
ჰარი რედნაპმა ლონდონის "ტოტენჰემსა" და ინგლისის ნაკრებში მუშაობის შეთავსება გამორიცხა

ჰარი რედნაპმა ლონდონის "ტოტენჰემსა" და ინგლისის ნაკრებში მუშაობის შეთავსება გამორიცხა

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა, რომელსაც ბევრი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფაბიო კაპელოს შეცვლის მთავარ კანდიდატად მიიჩნევს, ორი თანამდებობის შეთავსება გამორიცხა.

"რა თქმა უნდა, ხალხი ამ თანამდებობაზე იდეალურ კანდიდატად მიმიჩნევს. სასიამოვნოა, რომ ჩემზე ბევრი კარგს ამბობს და ყველას მხარდაჭერას ვაფასებ.

კლუბის მწვრთნელობა საკმაოდ რთულია, რომ არაფერი ვთქვათ მთლიანად ქვეყნის ნაკრებზე. ეს ძალიან მძიმე ტვირთია. ვფიქრობ, აუცილებელია მხოლოდ ერთ სამუშაოზე კონცენტრირება.

ამ დროისთვის მთელი ყურადღება "ტოტენჰემზე" მაქვს გადატანილი, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა გვსურს და ინგლისის თასზე ჯერ კიდევ ვმონაწილეობთ", - აღნიშნა რედნაპმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 478 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1