მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური: ფრანკ რიბერიმ მიუნხენის "ბაიერნი" გააცოცხლა!
4:18 PM
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური: ფრანკ რიბერიმ მიუნხენის "ბაიერნი" გააცოცხლა!

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური: ფრანკ რიბერიმ მიუნხენის "ბაიერნი" გააცოცხლა!

23-ე ტურმა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში საინტერესო გადაადგილება მოახდინა: მიონხენგლადბახის "ბორუსია" "ჰამბურგთან" 1:1-ის შემდეგ ისევ მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, "დორტმუნდის" უპირველესი მდევარი კი კვლავ "ბაიერნია", რომელმაც ტურის ცენტრალური მატჩი "შალკესთან" მარტივად მოიგო.

რაც შეეხება ლიდერს: BVB მოგებების სერიას აგრძელებს.

გლადბახი დამუხრუჭდა
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პარასკევს, მეორეადგილოსანმა "გლადბახმა" შინ "ჰამბურგს" ვერ მოუგო. არადა, მიმდინარე სეზონის გუნდი აღმოჩენა გამარჯვების შემთხვევაში იმ მომენტში და მინიმუმ ორი დღით ლიდერ "დორტმუნდს" წამოეწეოდა. მაგრამ მიონხენგლადბახელებმა უჩვეულოდ სუსტად ითამაშეს და პრინციპში, ფრეც ძლივს დაიმსახურეს.

ლუსიენ ფავრის გუნდის მთავარი ვარსკვლავი მარკო როისი (13 გოლი ამ სეზონში) საერთოდ არ ჩანდა და ყურადღება მხოლოდ მაშინ მიიქცია, როცა ჭირვეულობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. და უფრო მეტიც: "გლადბახს" სულაც თამაშგარე მდგომარეობიდან "დასჭირდა" გოლის გატანა იმისათვის, რომ ამ შეხვედრაში ქულა მაინც აეღო. ეს გოლი მაიკ ჰანკემ ხუან არანგოს საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ გაიტანა და მაიკი აშკარად ოფსაიდში იყო. მოკლედ, მიონხენგლადბახელებს გაუმართლათ, მაგრამ მოსაგებად ესეც არ ეყოთ - "ჰამბურგი" უკეთ თამაშობდა და ანგარიშიც გაათანაბრა.

გოლის ავტორი ბევრისთვის უცნობი, 21 წლის თოლგაი არსლანია, რომელმაც HშV-ს ძირითად შემადგენლობაში 2009 წლის 22 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და თავისიანებს ქულა მოაპოვებინა. კი, ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ "ჰამბურგი" ამ სეზონში გასვლით მატჩებში გაცილებით უკეთ გამოიყურება (ახლა უკვე 16 ქულა), ვიდრე საკუთარ მოედანზე (11).

რეჰაგელის ჩამწარებული დებიუტი
73 წლის ოტო რეჰაგელს თავის სამწვრთნელო კარიერაში ბუნდესლიგის 821-ე მატჩი ჰქონდა, თანაც სადებიუტო, "ჰერტას" მთავარი მწვრთნელის რანგში და თამამად ვიტყვით, რომ ეს იყო მისთვის ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული თამაში იმ 821 შეხვედრიდან. 0:3 და თანაც აუგსბურგში - "მეფე ოტო" ამაზე უარეს დასაწყისს ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.

ლევან კობიაშვილის გუნდისთვის (რეჰაგელმა ქართველი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე შეუცვლელად ათამაშა) ეს ზედიზედ მეექვსე წაგება გახლდათ და ბერლინელებს უკვე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. შესაბამისად, "ჰერტა" უკვე სარელეგაციო მე-16 ადგილზეა და არ ვიცით, როგორ უნდა იხსნას ოტომ ეს გუნდი გავარდნისგან. ნეტა, თვითონ თუ იცის?

"აუგსბურგელები პირველივე წამიდან უდიდესი მონდომებით იბრძოდნენ და ამ შეხვედრაში სული და გული ჩააქსოვეს, რასაც ჩემს შეგირდებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუ გვინდა, რომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას გადავურჩეთ, ჩვენც ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც დღეს "აუგსბურგი" იბრძოდა. ჩვენს მდგომარეობას გადარჩენისთვის ბრძოლა ტყუილად კი არ ჰქვია? აქ მთავარი სიტყვა "ბრძოლაა", ჩვენ კი არ ვიბრძვით," - "ქუხდა" მატჩის შემდეგ რეჰაგელი, მაგრამ თითი კონკრეტულად არცერთი ფეხბურთელისკენ არ გაუშვერია:

"ასეთი კატასტროფული მატჩის შემდეგ კონკრეტულად არავის დავადანაშაულებ. ვიცოდი, რომ აქ მძიმე სიტუაცია იყო და რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა. ექვს დღეში "ვერდერთან" ვთამაშობთ და შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. დრო და შანსი ჯერ კიდევ გვაქვს."

"სათადარიგოთა სკამზე სამი რეჰაგელი და ერთი მოურინიო რომ დავსვათ, თამაში გუნდმა უნდა მოიგოს," - ეს ბერლინელთა კაპიტან ანდრე მიატოვიჩის სიტყვებია.

უცნაური შაბათი
თუკი "ჰერტას" წაგებაში გასაკვირი არაფერი იყო, "ვერდერი" საკუთარ "ვეზერშტადიონზე" "ნიურნბერგთან" რომ დამარცხდა, ეს ნაღდად სენსაციების სიაში უნდა ჩავწეროთ. მერე რა, რომ ბრემენული კლუბი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას - "ნიურნბერგს" შინ მაინც უნდა უგებდეს! როგორც ჩანს, ყველაფერში დამნაშავე ბრემენელთა კარის დარაჯი ტიმ ვიზეა, რომელმაც თამაშის წინ თქვა, "ნიურნბერგს" 5:0-ს მოვუგებთო.

შეხვედრის შემდეგ ფრანკები ამბობდნენ, ტიმის განცხადებამ ყველანი ძალიან გაგვაბრაზა და შურისძიების სურვილით გაგვჟღინთაო. ჩვენ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ნიურნბერგელებს მართლაც უდიდესი მონდომება ეტყობოდათ და პირველიდან ბოლო წუთამდე მძაფრად იბრძოდნენ. გამარჯვების გოლის ავტორმა ესვაინმა თქვა, უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მეორე ბუნდესლიგაში არ გავარდებითო.

"კიოლნი" სუსტი გუნდია, მაგრამ საკუთარ მოედანზე, სადაც ყოველთვის შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფეროა, ყოველთვის მედგრად იბრძვის - მით უმეტეს მაშინ, როცა კიოლნში ლევერკუზენი ჩადის ხოლმე, რადგან ეს უმძაფრესი დერბია! ამჯერად კი მსგავსი არაფერი ყოფილა: "ფარმაცევტებმა" კიოლნში საკმაოდ მარტივად, 2:0 მოიგეს და გარკვეულწილად შურიც იძიეს იმისათვის, რომ პირველ წრეში "კიოლნმა" ლევერკუზენში 4:1 გაიმარჯვა. ახლა უკვე ფაქტია, რომ "თხებს" ნერვიულობა მოუწევთ, რადგან ლუკას პოდოლსკის და კომპანიას ბოლო შვიდი თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული და გასავარდნ ზონასაც "სათოფეზე" მიუახლოვდნენ.

შაბათს, "ჰოფენჰაიმთან" მატჩის წინ, "ვოლფსბურგის" მწვრთნელ-მენეჯერმა ფელიქს მაგათმა გასაოცარი რამ თქვა, ევროტურნირების საგზურზე ფიქრს შევეშვიო. ხაზს ვუსვამთ, ეს მატჩის წინ თქვა და არა მატჩის შემდეგ! როგორც ჩანს, "დესპოტმა ფელიქსმა" იგუმანა, რომ მისი შეგირდები "ჰოფენჰაიმთან" მომგებები არ იყვნენ - "ვოლფსბურგი" "ჰოფესთან" 1:2 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "სოფლელების" თავკაცმა მარკუს ბაბელმა ამ პოსტზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

"შტუტგარტმა" კი ისევ ბოლო ადგილზე დაქვეითებული "ფრაიბურგი" მიწასთან გაასწორა - 4:1. ამ ოთხიდან ორი გოლი ავსტრიელი მარტინ ჰარნიკის ანგარიშზეა, რომელსაც შვაბებმა წინა კვირაში ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და ხელფასი 800 000 ევროდან წელიწადში 2 მილიონამდე გაუზარდეს. როგორც ხედავთ, ამან შედეგი გამოიღო - ჰარნიკის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 13 გოლი და 6 საგოლე პასია.

ბაიერნმა მოიგო! დორტმუნდმაც...
26 თებერვალს, მიუნხენის "ბაიერნმა" კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო. რეკორდმაისტერმა ტურის ცენტრალურ მატჩში "შალკე" 2:0 დაამარცხა, მატჩის გმირი კი ფრანკ რიბერი გახდა - ორივე გოლი მის ანგარიშზეა.

საინტერესოა ისიც, რომ ფრანგი გარემარბი ბავარიული გრანდის თავკაც იუპ ჰაინკესსაც "შეურიგდა" - თუკი "ბაზელთან" მატჩში, შეცვლისას მან მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, რაზეც მერე მთელი საფეხბურთო გერმანია ლაპარაკობდა, ამჯერად პირველივე გოლის შემდეგ ჰაინკესთან მიირბინა და ყველას აჩვენა, რომ მასთან ურთიერთობა არ გაფუჭებია.

"ეს ზუსტად ისეთი რეაქცია იყო, როგორიც "ბაიერნს" ეკადრება. ახლა ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და დაველოდოთ, როდის დაუშვებს შეცდომებს "დორტმუნდი", - თქვა რიბერიმ მატჩის შემდეგ.

დორტმუნდელები კი შეცდომებს არა და არ უშვებენ: გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო (3:1 ჰანოვერთან) და "ბაიერნთან" ოთხქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური
ბორუსია (მ)-ჰამბუგი 1:1
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - როისი, არანგო - დე კამარგო (79. ოცუ), ჰანკე.
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, აოგო - რინკონი, იაროლიმი - სალა (72. ილიჩევიჩი), არსლანი (92. კაჩარი), იანსენი (83. სონი) - გერერო.
გოლები: 1:0 ჰანკე (45), 1:1 არსლანი (56)
გაფრთხილება: როისი - რინკონი, არსლანი, იაროლიმი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9(5)-11(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 54 049

კიოლნი-ლევერკუზენი 0:2
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - ანდრეზინიო, მაკენა, ლანიგი, აიხნერი (88. იშაკი) - რიტერი, იაიალო (75. ვაიზერი) - როში, კლემენსი - პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი (46. ჩონგ ტესე).
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჩორლუკა, შვააბი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი, ლ. ბენდერი - კასტრო (82. როლფესი), რენატო (91. ორტეგა), შიურლე (85. ბელარაბი) - კისლინგი.
გოლები: 0:1 ლ. ბენდერი (16), 0:2 ლ. ბენდერი (50)
გაფრთხილება: რიტერი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 11(4)-22(7); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 46 500

შტუტგარტი-ფრაიბურგი 4:1
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი (66. მასა), საკაი - კვისტი, კუჟმანოვიჩი (83. გენტნერი) - ჰარნიკი, ჰაინალი (86. კაკაუ), ოკაზაკი - იბიშევიჩი.
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, დიანიე, ჰიონი, შმიდი - ფლუმი, მაკიადი - როზენტალი (68. რაიზინგერი), დ. კალიჯური - იენდრიშეკი (73. ფრაისი) - სანტინი (66. დემბელე).
გოლები: 1:0 ჰარნიკი (12), 2:0 ოკაზაკი (21), 2:1 დიანიე (27), 3:1 ბულარუზი (63), 4:1 ჰარნიკი (82)
გაფრთხილება:
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 17(8)-10(3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 46 000

მაინცი-კაიზერსლაუტერნი 4:0
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - მ. კალიჯური, ბუნგერტი, კირხჰოფი, ზაბავნიკი - პოლანსკი (84. მალი), სოტო - ნ. მიულერი, ზიდანი (76. ივანშიტცი), ჩუპო-მოტინგი - სალაი (71. ალაგუი).
კაიზერსლაუტერნი (4-4-2): ტრაპი - დიკი, შიმუნეკი, აბელი, იაია - დერშტროფი (79. სუკუტა-პასუ), ბორისიუკი, დე ვიტი, ტიფერტი (46. ფორტუნისი) - კუემაა (46. იორგენსენი), ვაგნერი.
გოლები: 1:0 ზიდანი (2), 2:0 სალაი (17), 3:0 ნ. მიულერი (30), 4:0 ჩუპო-მოტინგი (74)
გაფრთხილება: კირხჰოფი - დიკი, დერშტროფი, იორგენსენი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 11(8)-6(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 34 000

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 1:2
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ტრეში, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - ჟოსუე, ირჟაჩეკი (86. იონსონი) - სისოკო (46. პოლტერი), მ. შეფერი - დეჟაგა (65. სიო), ჰელმესი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1):Lშტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი (85. ბრააფჰაიდი) - ვუკჩევიჩი (89. ვორსა), ბაბელი, რობერტო ფირმინიო - ლაკიჩი (73. შიპლოკი).
გოლები: 0:1 რობერტო ფირმინიო (2), 1:1 ჰელმესი (69-პენ), 1:2 შიპლოკი (84)
გაფრთხილება: სიო, რუსი - ვილიამსი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 24-19; თამაშგარე: 3-15; კარში დარტყმა: 13(5)-14(7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 23 921

აუგსბურგი-ჰერტა 3:0
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, ს. ლანგკამპი, სანკო, ოსტრჟოლეკი - კალსენ-ბრაკერი, ჰოსოგაი - კოო (85. რაინჰარდტი), ბაიერი, ბელინგჰაუზენი (80. მ. ნდიენგი) - იორლი (78. მიოლდერსი).
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - იანკერი, მიატოვიჩი, ჰუბნიკი, ბასტიანსი - ნიმაიერი (52. რუკავიტსია), კობიაშვილი - ებერტი (68. მორალესი), რაფაელი (78. თორუნი), რამოსი - ლასოგა.
გოლები: 1:0 იორლი (61), 2:0 იორლი (63), 3:0 მ. ნდიენგი (92)
გაფრთხილება: კობიაშვილი, ნიმაიერი, მორალესი, მიატოვიჩი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 21-23; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11(5)-7(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 29 123

ვერდერი-ნიურნბერგი 0:1
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, აფოლტერი, სოკრატისი, ჰართერცი - ბარგფრედე - იუნუზოვიჩი (73. ფიულკრუგი), თრაიბული (65. იგნიოვსკი) - მარინი - პისარო, როზენბერგი (56. არნაუტოვიჩი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, ჰლუშეკი - სიმონსი, ბალიტში (74. კოენი) - ჩენდლერი, ჰეგელერი (83. დიდავი), ესვაინი (88. აიგლერი) - პეკჰარტი.
გოლი: 0:1 ესვაინი (65)
გაფრთხილება: იუნუზოვიჩი, ფრიტცი, სოკრატისი - ბალიტში, ფოილნერი, რ. შეფერი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 20(5)-11(5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 204

ბაიერნი-შალკე 2:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, ალაბა - რობენი, თ. მიულერი (89. ტიმოშჩუკი), რიბერი - გომესი (72. ოლიჩი).
შალკე (4-2-2-2): ჰილდებრანდი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მეტცელდერი (84. უჩიდა), ფუხსი - მატიპი (65. ჰოლტბი), ჰიოგერი - ფარფანი, დრაქსლერი (57. ობასი) - ჰუნტელაარი, რაული.
გოლები: 1:0 რიბერი (36), 2:0 რიბერი (55)
გაფრთხილება: რიბერი - ფუხსი, ჰიოგერი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 23(7)-12(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 69 000

ბორუსია (დ)-ჰანოვერი 3:1
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (8. გიუნდოგანი), კელი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა (87. პერიშიჩი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (77. ბარიოსი).
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, კ. შულცი - პინტუ (76. შტოპელკამპი) - შტინდლი, შმიდებახი - შლაუდრაფი (59. რაუში) - მ. დიუფი, აბდელაუ (59. ია კონანი).
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (27), 2:0 ლევანდოვსკი (54), 2:1 ია კონანი (60), 3:1 პერიშიჩი (92)
გაფრთხილება: შმელცერი, კელი, გიუნდოგანი - დიუფი, შმიდებახი, შტინდლი, ია კონანი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 21(6)-7(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 80 720

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 23 16 4 3 50-15 52
2. ბაიერნი 23 15 3 5 51-14 48
3. ბორუსია (მ) 23 14 5 4 37-14 47
4. შალკე 23 14 2 7 50-30 44
5. ლევერკუზენი 23 10 7 6 34-29 37
6. ვერდერი 23 10 6 7 37-37 36
7. ჰანოვერი 23 8 10 5 28-30 34
8. შტუტგარტი 23 8 5 10 37-33 29
9. ჰოფენჰაიმი 23 7 8 8 26-27 29
10. ნიურნბერგი 23 8 4 11 22-32 28
11. მაინცი 23 6 9 8 34-36 27
12. ჰამბურგი 23 6 9 8 28-38 27
13. ვოლფსბურგი 23 8 3 12 28-44 27
14. კიოლნი 23 7 3 13 30-45 24
15. აუგსბურგი 23 4 9 10 23-37 21
16. ჰერტა 23 4 8 11 25-40 20
17. კაიზერსლაუტერნი 23 3 9 11 16-32 18
18. ფრაიბურგი 23 4 6 13 28:51 18

ბომბარდირები
18 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 13 - ჰარნიკი (შტუტგარტი), როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი), რაული (შალკე); 10 - რიბერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
3 მარტი. ლევერკუზენი-ბაიერნი.
4 მარტი. ფრაიბურგი-შალკე, ჰერტა-ვერდერი, ჰამბურგი-შტუტგარტი, კაიზერსლაუტერნი-ვოლფსბურგი, ჰანოვერი-აუგსბურგი, ბორუსია (დ)-მაინცი.
5 მარტი. ნიურნბერგი-ბორუსია (მ), ჰოფენჰაიმი-კიოლნი.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 601 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1