მთავარი » 2012 » თებერვალი » 4 » გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ყოფილი კლუბის წინააღმდეგ
4:15 PM
გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ყოფილი კლუბის წინააღმდეგ

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ყოფილი კლუბის წინააღმდეგ


მეორე წრეში მთელი გერმანია გაფაციცებით ელოდება, თუ როდის ათამაშდება ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგი”. წინა ტურში მიუნხენის "ალიანს არენაზე” "დესპოტი ფელიქსის” ბიჭებმა ზუსტად ისევე ცუდად ითამაშეს, როგორც ამას პირველ წრეში აკეთებდნენ.

ჯერჯერობით "მგლების” ბანაკში რამე სერიოზულ პროგრესზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. თუმცა "ვოლფსბურგი” შინ და გარეთ სხვადასხვა გუნდი რომ არის, ეს ყველამ იცის. 10 საგარეო შეხვედრიდან მათ 8 წაგება აქვთ. "ფოლკსვაგენ არენაზე” კი 9-დან 6 მოგებით იწონებენ თავს. ასე რომ, ლუსიენ ფავრის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის. მით უფრო, რომ "გლადბახს” ამ არენაზე ბოლო 6 შეხვედრა აქვს წაგებული.

დედაქალაქური "ჰერტა” ისევ მწვავე კრიზისშია. გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის მიხაელ სკიბეს დანიშვნამ გუნდს ჯერჯერობით ვერაფერი არგო. უკანასკნელი გამარჯვება დედაქალაქელებმა 29 ოქტომბერს (!) მოიპოვეს და თუკი ასევე გააგრძელებენ, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება არ ასცდებათ.

არადა, ლევან კობიაშვილის ხათრით ამ გუნდს რომ ვქომაგობთ, ალბათ, ამას დიდი ფიცი არ სჭირდება. ერთადერთი რითაც სკიბე გუნდმა შეიძლება თავი დაიმშვიდოს, ის არის, რომ "ჰანოვერის” შემდეგ მაინცდამაინც რთული კალენდარი არ აქვს და ლიდერებსაც ძირითადად შინ ხვდება.

დღეს გერმანიაში ერთმანეთს კიდევ ორი გუნდი დაუპირისპირდება, სადაც მშვიდი სამუშაო ატმოსფერო დიდი ხანია დარღვეულია. "ლევერკუზენში” ამის მიზეზი ხელმძღვანელობის მიხაელ ბალაკთან დაპირისპირებაა. აი, შვაბები კი უმწვავეს კრიზისში არიან. გუნდმა ბოლო შეხვედრებში მაქსიმალური 18 ქულიდან მხოლოდ 1 აიღო.

უმძიმესი წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა ბრუნო ლაბადიას. ფანობა სოციალურ ქსელებში ხელმძღვანელობას სასტიკად აკრიტიკებს და წერს, რომ ლაბადიას წარუმატებლობას ისინი წინდაწინ ჭვრეტდნენ. პრინციპში, დიდად განსაჭვრეტი აქ არც არაფერია. სადაც ლაბადიამ მუშაობა დაიწყო, შედეგი არსად უჩვენებია და რაღა "მერსედეს ბენც არენაზე” უნდა გამოსხმოდა ფრთები?

გულშემატკივარი კიდევ ერთ კითხვას სვამს: რაში სჭირდებოდა ბუნდესლიგის ყველაზე სუსტი ნახევარდაცვის პატრონ გუნდს თავდამსხმელის შეძენა? ვეჭვობთ, ამ შეკითხვზე პასუხის გამცემი არსებობდეს.

ტურის უმთავრესი დაპირისპირება ჰამბურგში შედგება. "იმტეხ არენაზე” პირველად თავის სამწვრთნელო კარიერაში ექსბაიერნელი ტორსტენ ფინკი იმ კლუბს უნდა დაუპირისპირდეს, სადაც კარიერის ნამდვილად საუკეთესო 9 წელიწადი (1997/2006) გაატარა და სადაც ყველა ის ტიტული მოიპოვა რითაც დღემდე ამაყობს.

შინ "დორტმუნდთან” განადგურების შემდეგ (1:5) HშV "ჰერტასთან” გასვლითი გამარჯვების შემდეგ ფინკი ისევ მყარად დგას ფეხზე. "ბაიერნის” თავკაცი იუპ ჰაინკესი კი ირწმუნება, "ვოლფსბურგის” შემდეგ გამარჯვებათა სერიას დავიწყებთო. ვნახოთ... დანიელ ვან ბუიტენის გარდა "დონ იუპს” ალბათ რაფინიაც არ ეყოლება და მისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. დიახ, "ბაიერნს” საქმე ისეა, რომ ბრაზილიელის არყოფნას პრობლემას ბადებს. ჰაინკესს მისი შემცვლელი ფიზიკურად არ ჰყავს!

დაბოლოს, "მაინცთან” შეხვედრას ფანტასტიკურ ფორმაში ხვდება "შალკე”, ვინც ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიმარჯვა. ჰუუბ სტევენსს კარგ ხასიათზე ყოფნის ყველანაირი საფუძველი აქვს, რადგან გარკვეული პაუზის შემდეგ მას გერმანიის ნაკრების მცველი ბენედიქტ ჰიოვედესის გამოყენების შანსი ეძლევა.

ამას გარდა ძირითადში ბრუნდება რაულიც. თომას ტუხელს კი გულს ის თუ დაუმშვიდებს, რომ მესამედ კარიერაში "მაინცის” მაისურას მოჰამედ ზიდანი მოირგებს. ეჭვი გვაქვს, "კარნავალელებს” "ხუმარების” შესაჩერებლად ეს ეყოთ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური
გუშინ
ნიურნბერგი-დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 კელი (48), 0:2 ბარიოსი (82)

დღეს
ჰერტა-ჰანოვერი 18:30
არ იქნებიან: ფრანცი, იანკერი, ლელი, მიატოვიჩი, რაფაელი - მილერი, აკდარი, ჰაგი, პლეშკე, პოგარეტცი, ანდრეასენი, აიჩეკი, კარლიტოსი, ჰაუგერი, ია კონანი

შალკე-მაინცი
არ იქნებიან: ფერმანი, ჰოლტბი, ჯონსი, კლუგე, ვიგელი - ბელი, გოპკო, შიონჰაიმი, რისე, ალაგი, პარკერი

ლევერკუზენი-შტუტგარტი 18:30
არ იქნებიან: ადლერი, ბარნეტა, დერდიოკი - ბოკა, დელპიერი, აუდელი, ბა, გებჰარტი, ტრაორე

ვოლფსბურგი-მოინხენგლადბახი 18:30
არ იქნებიან: კალე, კლამტი, კნოხე, მადლუნგი, შულცე, ჰიტცლსპერგერი, კლიხი, კროილსი, პოლაკი, შინდცილორცი, შაიდაუერი, ვიერინია - არავინ

ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 18:30
არ იქნებიან: გულდე, იბერტსბერგერი, იაისლე, კლინგმანი, თესკერი, ვორსა, ვიზერი, ტომალა - ამსიფი, ბელინგჰაუზენი, ბა, მორავეკი, რაფაელი

ჰამბურგი-ბაიერნი 21:30
არ იქნებიან: ნოიჰაუზი, ბეზიკი, ბრუმა, ლაბუსი, შტეპანეკი, ბერენსი, ბერტრამი, კასტელენი, ინგრესო, ლამი, ნაგი, სკელბრედი, ტავარესი, ტიორე, ბერგი - რიდმიულერი, სატელმაიერი, ბრენო, კონტენტო, რაფინია, ვან ბუიტენი

ხვალ
ფრაიბურგი-ვერდერი 18:30
არ იქნებიან: შვოლოვი, დიანე, მუიჯა, შუსტერი, ბრანდშტეტერი, იანო - მილიტცი, ბალოგუნი, ნალდო, პრიოდლი, ბარგფრედე, ბოროვსკი, ჰანტი, ფ. კროოსი, ა. სტევანოვიჩი, პ. სტევანოვიჩი, ილდირიმი, ავდიჩი, აიკი, თი

კაიზერსლაუტერნი-კიოლნი 20:30
არ იქნებიან: კნალერი, ჰაინტცი, ლუკასი, დე პიტი, კუემაჰა - შვაბკე, ბრეჩკო, ჯემალი, ვაასენი, ბუხტმანი, პეტიტი, ჩიჰი, პოდოლსკი, უტი

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 20 13 4 3 45-14 43
2. ბაიერნი 19 13 1 5 46-13 40
3. შალკე 19 13 1 5 45-24 40
4. გლადბახი 19 12 3 4 31-12 39
5. ვერდერი 19 9 4 6 31-32 31
6. ლევერკუზენი 19 8 6 5 26-25 30
7. ჰანოვერი 19 6 9 4 21-24 27
8. ჰოფენჰაიმი 19 6 5 8 20-22 23
9. ვოლფსბურგი 19 7 2 10 24-36 23
10. შტუტგარტი 19 6 4 9 24-26 22
11. ჰამბურგი 19 5 7 7 24-33 22
12. მაინცი 19 5 6 8 27-33 21
13. ნიურნბერგი 20 6 3 11 19-31 21
14. კიოლნი 19 6 3 10 28-40 21
15. ჰერტა 19 4 8 7 25-30 20
16. კაიზერს. 19 3 9 7 15-23 18
17. აუგსბურგი 19 3 7 9 17-31 16
18. ფრაიბურგი 19 4 4 11 23-42 16

ბომბარდირები
17 - მარიო გომესი (ბაიერნი), 16 - კლაას იან ჰუნტელაარი (შალკე), 15 - ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), 14 - რობერტ ლევანდოვსკი (დორმუნდი), 13 - კლაუდიო პისარო (ვერდერი), 12 - მარკო როისი (გლადბახი)

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 422 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1