მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » ევრა: "იუნაიტედი" არასდროს მოკვდება
5:13 PM
ევრა: "იუნაიტედი" არასდროს მოკვდება

პატრის ევრა მიიჩნევს, რომ ინგლისის თასზე "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის კრიტიკოსებს ღირსეული პასუხი გასცა.

"იუნაიტედი" არასდროს ნებდება და არასდროს მოკვდება. ბევრს ამ ლეგენდარული ინგლისური კლუბის ისტორია ავიწყდება და მას პატივს არ სცემს.

როდესაც ასეთ კლუბში თამაშობ, ყოველთვის იცი, რომ რთული მომენტების გადალახვა და ჩავარდნების შემდეგ კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემა შეგიძლია. ამ გუნდში ყველას ძლიერი ხასიათი აქვს.

"სიტისთან" მატჩის წინ მწვრთნელმა უბრალო სიტყვები გვითხრა: გადით მოედანზე და ყველას დაანახეთ, რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედი", - განაცხადა ევრამ.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 518 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1