მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური: "ბარსელონას" შავმა კატამ გადაურბინა
8:50 PM
ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური: "ბარსელონას" შავმა კატამ გადაურბინა

"კამპ ნოუზე" მატჩის პირველ ტაიმში მოულოდნელად, მოედანი შავმა კატამ გადაჭრა (არ ვხუმრობთ, ფოტომტკიცებულებაც გვაქვს) და... არა, "ბარსას" დაუგეგმავი ქულები არ დაუკარგავს, მაგრამ გუნდის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა მძიმედ სანახავი ტრავმა კი მიიღო ბასკ კარლოს მარტინესთან ორთაბრძოლაში (იხილეთ ვიდეო), მაგრამ, საბედნიეროდ, სულ ბოლო მონაცემით ისე არ წვიმს, როგორც ქუხს - ტრავმა ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა.

ტურის მიმოხილვას კი საუკეთესო მატჩით დავიწყებთ, რომელშიც არც "ბარსა" მონაწილეობდა და არც "რეალი".

* * *
"სან მამესი" ესპანეთის უძველესი სტადიონი და საფეხბურთო გურმანთა უსაყვარლესი ადგილია, მას ტყუილად არ უწოდებენ "საფეხბურთო კათედრალს". ბასკურ ბასტიონს ბევრი სუპერმატჩი უნახავს, ერთ-ერთი ამათგანი კი შაბათის 6-გოლიანი თრილერი იყო "ბილბაოსა" და "ესპანიოლს" შორის.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მე-4 ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. იქ ჯერ "ლევანტეა", მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს დროებითია. აი, "ბილბაო" და "ესპანიოლი" უშუალო კონკურენტები არიან და მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა სასწაულებრივ წაიღო ქულა ბასკთა ქვეყნიდან ბარსელონაში - 3:3. საერთოდ, 6-დან, პირველს თუ არ ჩავთვლით, ყველა გოლი ძალიან მაგარი იყო! და მათი აღწერა აშკარად ღირს.

მასპინძლებმა აშკარა უპირატესობა გოლად 25-ე წუთზე აქციეს, რაც მთლიანად "ესპანიოლის" მცველთა და მეკარის "დამსახურებაა", დიდაკ ვილამ ბურთი თავით უშნოდ მოიგერია, ოსკარ დე მარკოსის სუსტი დარტყმული კი კატალონიელთა სარეზერვო გოლკიპერმა ფრანსისკო კასილიამ ხელში ვერ შეიმაგრა და დაიწყო: 7 წუთში კოფი ანდერი რომარიკი საჯარიმოს გარეთ ჩაუსაფრდა ბურთს და ბრწყინვალედაც დაარტყა.

შესვენებაზე მარსელო ბიელსამ გუნდს ანდერი და სუსაეტა დაახმარა, თუმცა ბასკებმა გოლი აქეთ გაუშვეს, გოლი კი არა სუპერგოლი - ალბათ, ამ ჩემპიონატის საუკეთესო გასროლა, სლოვაკმა ვლადიმირ ვეისმა დაახლოებით 25 მეტრიდან რაკეტასავით გაისროლა ბურთი გორკა ირაისოსის კარის "ცხრიანში". ვისაც ინტერნეტზე ხელი მიგიწვდებათ, დაბეჯითებით გირჩევთ, მოიძიოთ და იხილოთ ვეისის შედევრი.

ამის შემდეგ "ატლეტიკმა" გაიხსენა ის, რითაც პრიმერას ნებისმიერ გუნდს სჯობს - მეორე სართულზე თამაში - ჯერ სუსაეტას ჩაწოდებულ საჯარიმოს დაუხვედრა ფერნანდო ლორენტემ თავი, შემდეგ მასპინძელთა ლიდერმა ხავი მარტინესმა ანდერის ჩამოწოდებულს მიუჩინა ადგილი "ესპანიოლის" კარში.

და მაინც, სწორედ მარტინესმა დააღალატა გუნდი, მსოფლიოს ჩემპიონმა 92-ე წუთზე ზუსტად მაშინ წაიფორხილა, როცა კალუ უჩე საგოლე პასს უკეთებდა ხუან ალბინს და შეცვლაზე შემოსულმაც ისეთი ძალით დაარტყა, მეკარე მოხარულიც უნდა იყოს, რომ ბურთი შემთხვევით არ მოხვდა.

ამ თამაშში დებიუტი ჰქონდათ უჩეს და ფილიპე კოუტინიოს სტუმართა რიგებიდან, ხოლო გაისკა ტოკერომ (ბილბაო) ლა ლიგაში მე-100 მატჩი ითამაშა. "ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ გაბრაზებული კი არა, ამაყი ვარ", - განაცხადა ბასკთა არგენტინელმა თავკაცმა და მართალიცაა, ბიელსამ აშკარად დაატყო ხელი "ბილბაოს" თამაშს.

* * *
"ლევანტე" ინარჩუნებს მე-4 ადგილს, რადგან "ესპანიოლზე" ოდნავ უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს (+2 +1-ის წინააღმდეგ), მაგრამ ლიგის საგზურისთვის მომგები გუნდი შინ უნდა უგებდეს ერთ-ერთ აუტსაიდერ "რასინგს". არუნა კონემ ახლო მანძილიდან თავურით კი დააწინაურა ვალენსიური კლუბი, მაგრამ ეს იყო და ეს, "ბაყაყებს" მეტისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა მომენტები საპასუხო გოლამდეც ჰქონდათ და მის მერეც (ვალდოს გასვლა). მოკლედ, მე-60 წუთზე მანუელ არანამ ცაციით გოსტავო მუნუას კარის "ცხრიანი" მოძებნა და "რასინგს" ქულა გადაურჩინა - 1:1.

* * *
ბალეარული კლუბი ჩორი კასტროს გარეშე უკვე წარმოუდგენელია, სწორედ ურუგვაელმა გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი და 9-კაციანმა "მალიორკამ" "ბეტისი" დაამარცხა. მატჩის ბოლოს მსაჯმა ივან რამისი და ვიქტორ კასადესუსი გააგდო, თუმცა მანამდე "ბეტისი" იყო რიცხობრივ უმცირესობაში, მატჩის პირველი წითელი ბარათი თვალწინ მარიომ იხილა.

* * *
მეორე დღეს კრიშტიანო რონალდო 27 წლის გახდა, ბუნებრივია, ჩემპიონატის ბომბარდირს ძალიან სურდა ამის გოლით აღნიშვნა, მაგრამ მადრიდულ დერბიში არაფერი გამოუვიდა. ის კი არა, ლეო მესი თითქმის გაუთანაბრდა ბომბარდირთა დავაში. "რეალმა" კი რთული, მაგრამ ასე საჭირო სამი ქულა მოიპოვა "ხეტაფესთან".

ჟოზე მოურინიო ამ ქულებს სერხიო რამოსს უნდა უმადლოდეს, რომელმაც მე-17 წუთზე იოზილის კუთხურს ძალიან ლამაზ ნახტომში თავით მეტოქის კარის "ცხრიანში" მიუჩინა ადგილი, კარლეს პუიოლის სტილში.

როგორც კი რთული მეტოქეა, ჟოზე ორი საყრდენით თამაშს არ თაკილობს, ასე იყო ამჯერადაც. თამაშს რაც შეეხება, "რეალის" უპირატესობა დიდი იყო, მაგრამ გოლი მეტი "სამეფო კლუბმა" ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მსაჯმა ვერ დაინახა აშკარა პენალტი "რეალის" კარში, როცა პეპემ (ისევ პეპე სკანდალის ცენტრში!) ხელით ითამაშა.

"მარკამ" მსაჯ აიასა გამესს 0 ქულა დაუწერა (10-ბალიანი სისტემით). ძალიან ცივი ამინდი, ძვირი ფასები... მაინც ვერ ახსნის რატომ ვერ გაივსო "კოლისეუმი" გრანდის სტუმრობისას.

* * *
"ბარსელონამ" მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა "რეალ სოსიედადი" - 2:1. ლეო მესი საუკეთესო იყო, მან თავად გაიტანა და თანაგუნდელსაც გაატანინა, თუმცა ერთი ისეთი მომენტი გააფუჭა 100%-იანი რომ ეთქმის, მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში ვერ გაიტანა (მცველებმა იყოჩაღეს).

ანგარიში კი კრისტიან ტელიომ გახსნა (მესის დიდებული პასით), ეს 20 წლის ფორვარდის პირველი გოლია ლა ლიგაში. არც ამ შეხვედრის არბიტრი გამოდგა ხეირიანი, კლოს გომესმა (2-იანი "მარკას" შეფასებით) იქით-აქეთ თითო პენალტი არ დანიშნა.

* * *
რომ არა სერბი დეიან ლეკიჩი, "სპორტინგის" ახალი თავკაცი ინიაკი ტეხადა (რომელიც ჯერ მხოლოდ დროებითი მწვრთნელია) დებიუტშივე მოიგებდა, მაგრამ "ოსასუნას" სლავი შემტევის გოლმა, მასპინძელი კარმელოსი გააბათილა - 1:1. ამ მატჩზე კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ საშინელ ბუნებრივ პირობებში ჩატარდა.

* * *
"ვილიარეალის" მაგალითი ყველაზე ნათელია, თუ როგორ შველის გუნდს მწვრთნელის დროული შეცვლა, ხოსე მოლინას გუნდმა სტუმრად 2:1 მოუგო "სევილიას" და ალბათ საბოლოოდ შეუყენა წყალი მარსელინოს სკამს "სანჩეს პისხუანზე". გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ხავიერ კამუნიასმა გაიტანა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური
ბილბაო-ესპანიოლი 3:3
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, სან ხოსე, აურტენეჩე - ი. პერესი (46. ანდერი), იტურასპე, დე მარკოსი - დ. ლოპესი (46. სუსაეტა), ფ. ლორენტე (75. ტოკერო), მუნიაინი.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი (81. კალუ უჩე), რომარიკი - კოუტინიო (65. ტიევი), ვერდიუ, ვეისი - რუი ფონტე (73. ალბინი).
გოლები: 1:0 დე მარკოსი (25), 1:1 რომარიკი (32), 1:2 ვეისი (47), 2:2 ფ. ლორენტე (57), 3:2 ხ. მარტინესი (64), 3:3 ალბინი (92)
გაფრთხილება: მუნიაინი, ლოპესი, იტურასპე, ანდერი, მარტინესი - ფორლინი, ალბინი, ვეისი
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 20-16 (7-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 38 000

ლევანტე-რასინგი 1:1
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, დელ ორნო, ხუანფრანი - ხ. ტორესი (70. პალიარდო), ფარინოსი - ელ ჟარი, რ. სუარესი (75. ღეზალი), ბოტელიო (64. ვალდო) - კონე.
რასინგი (4-2-3-1): მ. ფერნანდესი - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო, კრისტიანი - დიოპი, ადრიანი - არანა, სამპერიო (91. ხ. ლუკე), მუნიტისი (55. აკოსტა) - სტუანი.
გოლები: 1:0 კონე (23), 1:1 არანა (61)
გაფრთხილება: ტორესი, ხუანფრანი - ალვარო
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-15 (6-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 7 600

მალიორკა-ბეტისი 1:0
მალიორკა (4-4-2): კალატაიუდი - სენდროსი (67. ნუნიეში), ჩიკო, რამისი, პ. კასერესი - პერეირა, პინა (83. ჟოაო ვიქტორი), მარტი, გ. კასტრო - ვიქტორი, ჰემედი (62. ოგუნჯიმი).
ბეტისი (4-4-2): კასტო - ჩიკა (46. მონტერო), მარიო, პაულაუ, ა. მარტინესი - ხუანმა, ირინეი (53. ბენატი), კანიასი, რ. კასტრო - სანტა კრუსი, პოსუელო (77. სევილია).
გოლი: 1:0 გ. კასტრო (23)
გაფრთხილება: რამისი, მარტი, კასერესი, ვიქტორი - მარიო, ირინეი
გაძევება: რამისი (86), ვიქტორი (90) - მარიო (75)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 22-8; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 11-6 (4-1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 13 000

ხეტაფე-რეალი 0:1
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, მ. ტორესი, მასილელა - ხ. როდრიგესი, კასკერო (64. ლასენი) - რიოსი (57. გავილანი), ბარადა (69. არისმენდი), დ. კასტრო - მიკუ.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაო - დიარა, ჩაბი ალონსო - იოზილი (87. გრანერო), კაკა (62. კალეხონი), რონალდო - ბენზემა (72. იგუაინი).
გოლი: 0:1 სერხიო რამოსი (17)
გაფრთხილება: როდრიგესი, დიასი, კასკერო, მიკუ, არისმენდი, მასილელა
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-9; კარში დარტყმა: 5-14 (0-5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 13 000

ბარსელონა-სოსიედადი 2:1
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი (75. აბიდალი), ადრიანო - ტ. ალკანტარა, ჯონათან დოს სანტოსი (75. ბუსკეტსი (83. პიკე)), ფაბრეგასი - კუენკა, მესი, ტელიო.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, კადამურო - ბერგარა, არანბურუ - ჩაბი პრიეტო (83. აგირეჩე), პარდო (76. ხ. ლორენტე), გრიზმანი - იფრანი (57. ველა)
გოლები: 1:0 ტელიო (8), 2:0 მესი (72), 2:1 ველა (73)
გაფრთხილება: ი. მარტინესი, ლორენტე
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 18-8 (9-5); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 89 000

სპორტინგი-ოსასუნა 1:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია (61. ი. ერნანდესი), გრეგორი, კანელია - რივერა, ნაჩო კასესი - დე ლას კუევასი (66. კოლუნგა), ანდრე კაშტრო, კარმელო - ბარალი (70. ეგურენი).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, სატრუსტეგი - პუნიალი, ნეკუნამი - დამია (46. ნინო), რ. გარსია, ტიმორი (66. კალეხა) - ლეკიჩი (87. ლოლო).
გოლები: 1:0 კარმელო (32), 1:1 ლეკიჩი (77)
გაფრთხილება: ბარალი, გრეგორი - პუნიალი, ტიმორი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 11-13 (5-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 500

სევილია-ვილიარეალი 1:2
სევილია (4-4-2): ვარასი - კოკე (46. რეიესი), ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი (46. ტროხოვსკი), რაკიტიჩი, დელ მორალი - კანუტე, ნეგრედო.
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო, მუსაჩიო, ხ. ორიოლი - სენა, ბრუნო - კანი (82. მარჩენა), ბ. ვალერო (92. მარტინუჩიო), კამუნიასი - ხოსელუ (72. პერესი).
გოლები: 0:1 ბ. ვალერო (22), 1:1 ბრუნო (34 ს.კ.), 1:2 კამუნიასი (81)
გაფრთხილება: კოკე, ესკუდე - ბრუნო, გონსალო, კამუნიასი, კანი, ორიოლი
გაძევება: ორიოლი (92)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 20-16 (8-8); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 34 000

სარაგოსა-ვალეკანო 1:2
სარაგოსა (4-4-2): რობერტო - ლანძარო, და სილვა, პარედესი, ობრადოვიჩი - რუბენ მიკაელი (46. ლაფიტა), დუიმოვიჩი (61. მატეოსი), აპონიო, ლუის გარსია - არანდა (65. ხუან კარლოსი), პოშტიგა.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, პულიდო, კასადო - მოვილია, ფუეგო - ტრაშორასი (26. არმენტეროსი), მიჩელი (83. პიტი), მიჩუ - რაიკო (46. დ. კოშტა)).
გოლები: 1:0 პოშტიგა (32), 1:1 დიეგო კოშტა (74), 1:2 მიჩუ (81)
გაფრთხილება: არანდა, ლუის გარსია, ლანძარო, პარედესი, ხუან კარლოსი, ობრადოვიჩი - პულიდო, მიჩუ, კოშტა
კუთხური: 5-11; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-9 (3-4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 18 000

ატლეტიკო-ვალენსია 0:0
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი (56. დომინგესი), ფილიპე ლუიში - ტიაგო, გაბი - ადრიან ლოპესი, დიეგო (80. კოკე), არდა თურანი (79. სალვიო) - ფალკაო.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, მატიო (82. ბერნატი) - ალბელდა, ტ. კოსტა - პ. ერნანდესი, პიატი (67. ჟონასი), ალბა - სოლდადო (62. ადურისი).
გაფრთხილება: მირანდა, ფალკაო - დიეგო ალვეში, რუისი, ალბელდა
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 25-21; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-7 (3-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 49 500

გრანადა-მალაგა დღეს; 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 21 18 1 2 71-19 55
2. ბარსელონა 21 14 6 1 61-13 48
3. ვალენსია 21 10 7 4 32-23 37
4. ლევანტე 21 9 5 7 27-25 32
5. ესპანიოლი 21 9 5 7 25-24 32
6. ბილბაო 21 7 9 5 33-28 30
7. ატლეტიკო 21 8 6 7 32-28 30
8. მალაგა 20 8 4 8 24-29 28
9. ოსასუნა 21 6 10 5 23-33 28
10. ხეტაფე 21 7 6 8 22-27 27
11. სევილია 21 6 8 7 22-24 26
12. ვალეკანო 21 7 4 10 25-32 25
13. მალიორკა 21 6 7 8 18-25 25
14. სოსიედადი 21 6 6 9 23-30 24
15. ბეტისი 21 7 2 12 23-30 23
16. ვილიარეალი 21 5 8 8 20-29 23
17. რასინგი 21 4 10 7 18-26 22
18. გრანადა 20 6 4 10 14-27 22
19. სპორტინგი 21 5 4 12 20-39 19
20. სარაგოსა 21 2 6 13 16-38 12

ბომბარდირები
24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
11 თებერვალი: რასინგი-ატლეტიკო, ოსასუნა-ბარსელონა, ბეტისი-ბილბაო.
12 თებერვალი: ესპანიოლი-სარაგოსა, მალაგა-მალიორკა, რაიო ვალეკანო-ხეტაფე, ვალენსია-სპორტინგი, ვილიარეალი-გრანადა, რეალი-ლევანტე.
13 თებერვალი: რეალ სოსიედადი-სევილია.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 584 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1