მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » ედინსონ კავანი: "ნაპოლის" მოთამაშეები მოედანზე სულს და გულს ტოვებენ
6:28 PM
ედინსონ კავანი: "ნაპოლის" მოთამაშეები მოედანზე სულს და გულს ტოვებენ

"ნაპოლის" ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ იტალიის თასის მეოთხედფინალში "ინტერთან" (2:0) გამარჯვება ემოციურად შეაფასა.

კავანიმ აღნიშნა, რომ ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრები ყოველთვის გამარჯვებისკენ ისწრაფვიან.

"ყოველთვის იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა გველოდება მომავალში. უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ეს მოთამაშეები ყოველთვის რომელიმე ტიტულის მოგებისთვის იბრძვიან.

მთვარი გამარჯვებაა. მას მივაღწიეთ და ბედნიერები ვართ.

ნახევარფინალში "სიენასთან" უფრო იოლი იქნება? არ ვფიქრობ. ნებისმიერ შემთხვევაში კარგად უნდა მოვემზადოთ. "ნაპოლის" მოთამაშეები მოედანზე ყოველთვის მთელი გულის დატოვებას ცდილობენ", - განაცხადა კავანიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 479 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1